დავით უსუფაშვილი ვატიკანში შეხვედრებს მართავს
პოლიტიკა - 11:10, 10 Oct, 2014     1035

იტალიაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს და ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

კარდინალ პიეტრო პაროლინთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და საქართველოსა და რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სირთულეებზე ისაუბრეს.

,,ჩვენ ვისაუბრეთ იმ ურთიერთობებზე, რომელიც საქართველოსთვის ტრადიციულად ძალიან მნიშვნელოვანია და რომ ვატიკანი საკმაოდ გავლენიანი მოთამაშეა პოლიტიკურ საკითხებში მსოფლიოს მასშტაბით. ვისაუბრეთ კონფლიქტებზე. კარდინალი პაროლინი დეტალურად დაინტერესდა საქართველოში არსებული ვითარებით", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საუბარი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობასაც შეეხო. ,,მალევე შევჯერდით, რომ სულიერებისა და ღირებულებების გარეშე წარმოებული და მხოლოდ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა აუცილებლად მარცხისთვისაა განწირული. აგრეთვე, შევთანხმდით იმაზეც, რომ სახელმწიფო კონსტიტუციით, კანონებით იმართება და სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებაში ადამიანები უნდა იყვნენ თავისუფლები და ემორჩილებოდნენ საკუთარ მოტივაციას", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს თავისუფალ არჩევანს ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადა.

დავით უსუფაშვილმა ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. ,,ძალიან საინტერესო იყო მათი დაინტერესება საქართველოთი და რეგიონით. იმ სამწუხარო მოვლენებმა, რაც უკრაინაში განვითარდა, კიდევ ერთხელ გაახსენა ყველას, თუ რა მოხდა საქართველოში და ამ მიმართულებით ბევრი შეკითხვა დასვეს - რა გამოცდილება დაგვიგროვდა და რას ვაპირებთ მომავალში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42