ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 11:02, 10 Oct, 2014     1498

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, თომას ბახს შეხვდა. მხარეებმა საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში ქართული ოლიმპიური მოძრაობისა და ქართული სპორტის როლზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2015 წლის ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობასა და მის მოსამზადებელ სამუშაოებს. პრემიერის თქმით, თბილისი პირველია პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვისაც ფესტივალის მასპინძლის პატივი ერგო, რაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცხადებულ დიდ ნდობაზე მეტყველებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად საქართველოში ვიზიტისთვის.

„ამას ჩვენ აღვიქვამთ, როგორც პატივისცემასა და დაფასებას ქართველი ოლიმპიელების, ჩვენი ღვაწლმოსილი სპორტსმენების მიმართ, აგრეთვე როგორც თქვენს მხარდაჭერას საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის მიმართ,“–აღნიშნა პრემიერმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედალი და საიუბილეო სუვენირი გადასცა.

შეხვედრას ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42