გუბაზ სანიკიძეს 2015 წლის ბიუჯეტში დიასპორის დაფინანსება არ მოსწონს
პოლიტიკა - 10:01, 10 Oct, 2014     1436

2015 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი განიხილავს. კომიტეტის თავმჯდომარეს, გუბაზ სანიკიძეს დიასპორის მიმართულებით გათვალისწინებულ მწირ დაფინანსებაზე აქვს პრეტენზიები. დოკუმენტის მიხედვით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის განკუთვნილ თანხებს 2015 წელს მხოლოდ 10 000 ლარი ემატება.

სანიკიძის თქმით, ამჟამად წარმოდგენილ პროექტს ის მხარს დაუჭერს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ 2016 წლის ბიუჯეტში თანხა არ გაიზრდება, იგი კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარს იტყვის.

„უპრობლემოდ დავუჭერ მხარს 2015 წლის ბიუჯეტს, მაგრამ მომავალ წელს, როდესაც იქნება 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა, ძალიან მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ ამ მიმართულებით ხარჯები. სტრატეგია არის საბოლოოდ ჩამოსაყალიბებელი და აუცილებელია ეს გაკეთდეს. თუ მე ამაში ვერ დავარწმუნებ ჩემს თანამებრძოლებს, მაშინ გამოდის, რომ მე ვერ ვმუშაობ კარგად, შესაბამისად, ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ გავაგრძელო კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობა“, - განაცხადა სანიკიძემ.

კომიტეტის პრეტენზიებს პასუხობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ დაფინანსების გაზრდას ითხოვს თითქმის ყველა უწყება, ხოლო რაც შეეხება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, მისი დაფინანსება 950 000-დან 1 მილიონ ლარამდე გაიზარდა და ამასთან, ამ უწყების მიერ განხორციელებული ღონისძიებები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42