საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რომში ვენეციის კომისიის მეასე საიუბილეო სხდომას დაესწრება.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სხდომაზე სიტყვით გამოვა. იგი საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრებს. საიუბილეო სხდომას სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებიც ესწრებიან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრი, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების ხელმძღვანელები.
„საკონსტიტუციო პროცესის თაობაზე მოვახსენე ვენეციის კომისიას. იქნება საზეიმო ნაწილი სწორედ ამ საიუბილეო სხდომასთან დაკავშირებით. აგრეთვე, იუსტიციის მინისტრი, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები მიიღებენ მონაწილეობას უკვე თავიანთი მიმართულებით სასამართლო რეფორმის იმ მეორე ტალღის რეფორმებზე, რომელიც გამოგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილმა უკვე გამართა ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინთან და ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.
მასალის გამოყენების პირობები






