ჟენევიდან დაბრუნებული დავით ზალკალიანი ადასტურებს, რომ გრიგორი კარასინის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ, შეთანხმების გაფორმებაზე საუბარი მართლაც იყო, თუმცა ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში არ განხილულა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ თემაზე 29-ე რაუნდის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ორმხრივი შეხვედრების დროს ისაუბრეს, უშულოდ მოლაპარაკებზე კი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებულ საკითხებზე იმსჯელეს.
„არანაირი რუსული პროექტი იქ არ განხილულა. ჩვენ გვქონდა მსჯელობა თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე და არა რუსეთის ფედერაციის დოკუმენტზე როგორც ამას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს. ამას ადასტურებს ის პრეს-რელიზი, რომელიც უშუალოდ ჟენევის 3-მა თანათავმჯდომარემ მოამზადა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
დავით ზალკალიანი ასევე განმარტავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი შენარჩუნდა და მასზე განხილული იყო ყველა სკითხი, რომელიც უმთავრესია არის ჟენევისთვის, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაცია, ძალის გამოუყენებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.
მასალის გამოყენების პირობები






