ნატოში ღარიბაშვილები არ მუშაობენ... მათ იციან Who is Who in Georgia - დოდონა კიზირია
სოც.მედია - 00:02, 10 Oct, 2014     4119
,,მეგობრებო, მოდით გადავხედოთ იმ რამდენიმე პიროვნებას, რომლებიც დღეს რუსეთთან „ურთიერთობის დალაგებაში“ წამყვან როლს ასრულებენ.

1. ზურაბ აბაშიძე - პარლამენტის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, შევარდნაძის დროს საქართველოს ელჩი რუსეთში, კაგებესთან დაკავშირებული და შესაძლოა პირდაპირი აგენტი, ისევე, როგორც მისი მამა, ირაკლი აბაშიძე.

2. თედო ჯაფარიძე -პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, შევარდნაძის დროს საქართველოს ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, ასევე სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობეის მქონე პირი იმავე პერიოდში, კაგებეს ნომრიანი აგენტი, კაგებეს პოლკოვნიკი.

3. პაატა ზაქარეიშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი (რატომ ღმერთი არ გაიცინებს?!), შევარდნაძის სამთავრობო ჯგუფის წევრი, საეკლესიო ხელმძღვანელობასთან ახლო კავშირში მყოფი, რუსეთის მიერ ნაყიდი და კაგებეს აგენტი.

4. ირაკლი ალასანია - საქართველოს უშიშროების მინისტრი შთამომავლობით კაგებესთან დაკავშირებული პიროვნება; ბაბუა და მამა კაგებეს გენრლები. ეს უკანასკნელი აფხაზეთში დაიღუპა, მაგრამ მისი (ისევე როგორც შარტავას) დახვრეტა შევარდნაძის მიერ იყო მოწყობილი, რადგან კაგებეს აგენტმა კარგად იცოდა მისი ხრიკების ამბავი. ლევან ღოღობერიძე, ლანა ღოღობერიძის მამაც დააპატიმრეს და დახვრიტეს 37 წელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ იყო პირსისხლიანი ბოლშევიკი, რომელიც სტალინს უპატაკებდა, საქართველოში თავადაზნაურობის რიცხვი 2 პროცენტამდე დავიყვანეთ და მალე ნოლამდე დავიყვანთო. აქ ის შემთხვევაა, როცა ერთი მონსტრი მეორე, მასზე უფრო პატარა მონსტრს ჩასანსლავს.

5. ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერ მინისტრი, სრულიად უვიცი და გაუნათლებელი პიროვნება, რომლის საჯარო განცხადებები დასალეთის ნებისმიერ ქვეყანაში გამოიწვევდა მისი დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნას და რომელიც ყურმოჭრილი მონაა ბიძინა ივანაშვილია.

6. ბიძინა ივანაშვილი - წოდებით „მოქალაქე,“ ქვეყნის ფაქტიური გამგებელი, პუტინის ბიზნესპარტნიორი და მის მიერ ფინანსირებული საქართველოში სამოქალაქო ომის დასაწყებად. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ამ გეგმას განხორციელების საშუალება არ მისცა იმით, რომ სცნეს მეოცნებეთა პარტიის გამარჯვება და მშვიდობიანად დასთმეს ძალაუფლება. ამ ფაქტს (ისევე როგორც მრავალ სხვას) მეოცნებეები საკუთარ სიბრძნეს მიაწერენ, მაგრამ მცოდნემ იცის რა და როგორ იყო.

ამ სიტუაციაში საქართველოში გაიხსნება ნატოს სამხედრო სკოლა, სადაც, როგორც დღეს მედიაში იქნა გაჟღერებული, სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები გაივლიან წვრთნას. მივესალმები ნატოს წარმომადგენლობას საქართველოში თუნდაც ამ სახით. მაგრამ ნატოში ღარიბაშვილები არ მუშაობენ და მათ იციან Who is Who in Georgia, ანუ ვინ რა შვილია დღევანდელ მთავრობაში. ამიტომაც არასოდეს არ ენდობიან მათ, ვინაიდან ნატოს ყოველი გეგმა, თუ იგი ცნობილი გახდა ზემო აღნიშნული პირებისა ან ივანაშვილის მიერ „ამოკენკილი“ სხვა მსგავსი „სანდო“ პერსონალისთვის, ყველაფერი კრემლში იქნება გადაგზავნილი.

მიუხედავად ამ სავალალო სიტუაციისა, აღნიშნული ნაბიჯი ნატოს მხრიდან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება იმის გმოსამჟღავნებლად, თუ რა მიმართულებას მიიღებს დღევანდელი მთავრობის ყოვლად წამგებინი ნაბიჯები „დაალაგოს ურთიერთობა“ რუსეთთან. ვნახოთ, ვნახოთ!“ - წერს დოდონა კიზირია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42