"დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე ხელისუფლებას მიმართავს:
”საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, დადებული ნებისმიერი გარიგება იმთავითვე ბათილია და ამას ითვალისწინებს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი“. შესაბამისად მარიონეტულმა რეჟიმებმაც უნდა გაიგონ, რომ პრივატიზების პროცესს სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და მასთან დაკავშირებით გამოცემული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი იქნება უკანონო.
ჩვენს მთავრობას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ ის გააუქმებს ამ კანონით დადგენილ შეზღუდვებს, ამით დაუკანონებს რუსეთს სახელმწიფოს კუთვნილ მატერიალურ სიკეთეს. ამ კანონის მოთხოვნების შესუსტება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების ბრუნვაუნარიანობის ამაღლება დააზარალებს ჩვენს სახელმწიფოს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ეს იქნება რუსეთისთვის მიცემული კარტბლანში დაეპატრონოს ქართველი ხალხის ქონებას. უმჯობესია ჩვენმა მთავრობამ უმაღლესი ტრიბუნა და სახელმწიფო რესურსები არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას და დევნილი მოსახლეობის დაბრუნებას მოახმაროს. ჩვენ წლების მანძილზე აღვრიცხავდით ჩვენი მოქალაქეების კუთვნილ ქონებას და მათ ის უნდა დაიბრუნონ.”- აცხადებს "დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი
მასალის გამოყენების პირობები






