ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ კრემლს საქართველოში ნატოს გეგმები აშფოთებს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთი მსგავსი განცხადების გაკეთებას ბედავს იმის გამო, რომ დასავლეთი არის ისეთი. სუსტი როგორც არასდროს
„რუსეთი ამას ბედავს, რადგან დასავლეთია ისეთი სუსტი, როგორც არასდოს. რუსეთს ამის „გაბედვის“ საფუძველი აქვს უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. მე არ მაქვს პასუხი კითხვაზე, ხვდება თუ არა საქართველოს ხელისუფლება, რამდენად საფრთხის შემცვლელია მისთვის ღრმა ინტეგრირება რუსულ ეკონომიკურ სივრცესთან, რადგან ეს არის პირდაპირი საფუძველი რუსეთის ხელში, რომ მოაწყოს ფართომაშტაბის სოციალური ბუნტი“, - განაცხადა ლაგარიზემ.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აქცენტი საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზეა გაკეთებული და აღნიშნულია, რომ ”ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა ამიერკავკასიის რეგიონში ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სტაბილურობას.”
მასალის გამოყენების პირობები






