პრეზიდენტისა და ჟურნალისტების შეხვედრაზე საუბარი მედიისთვის პრობლემატურ საკითხებს შეეხო. მათ შორის განსახილველი თემა, ტელევიზიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიების მუშაობა იყო. საკითხი შეხვედრაზე ტელეკომპანია „ტაბულას“ ხელმძღვანელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დააყენა და კომპანიების მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა.
„მე პრობლემად მივიჩნევ ხელისუფლების მუდმივ მუქარას მედიაზე. ამას პრობლემად მივიჩნევ არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ მოსწონს ესა თუ ის მედიასაშუალება, არამედ იმიტომ, რომ შემდეგ ეს ყველაფერი სარეკლამო ბაზარზე ნეგატიურად აისახება. როგორც ვიცით ბიძინა ივანიშვილს აქვს მცდელობა, რომ შემოიყვანოს ალტერნატიული მთვლელი კომპანია. ალტერნატიულ კომპანიაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი მაკონტროლებელი იქნება იმის, თუ რომელი კომპანიას რა რეიტინგი ექნება“, - განაცხადა „ტაბულას“ ხელმძღვანელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






