საქართველოს პრემიერი-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მიმდინარე ბიუჯეტის განხილვებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ღარიბაშვილის განცხადებით, ამჯერად ვერ მოხერხდა პედაგოგებისთვის შეპირებული ხელფასების ზრდა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეპირება ძალაშია და მომდევნო 2015-2016 და 2017 წლებში პედაგოგებს ხელფასი პერიოდულად და ეტაპობრივად მოემატებათ.
„დანაპირები რაც ჩვენ გვქონდა კერძოდ პედაგოგების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უდნა შესრულდება, 2015, 2016 და 2017 წლებში. ასე რომ ამ მიმართულებით არაფერი არ შეიცვლება, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს არის მუშა პროცესი, პარლამენტი არის აქტიურად ჩართული განხილვებში და ეს არის რეალური დემოკრატია და აბსოლუტურად გამჭვირვალე - პარლამენტი, მთავრობა მუშაობენ შეთანხმებულად",- განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






