ჟენევის ფორმატზე ის თავს გვახვევს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისთვის კატასტროფულ ვარიანტს, ანუ ძალის არგამოყენების დოკუმენტზე ხელმოწერა აფხაზებთან და ოსებთან, რაც დამღუპველია ჩვენთვის, ხოლო უელსის სამიტის იმ მინიმალურ მიღწევასაც კი მტრობად აღიქვამს. ეს არის ,,იგივე გაკვეთილი" ქართული ხელისუფლებისთვის. თუ ადრე ვამბობდი, რომ ერთდროულად ნატო და რუსეთთან რაიმე სახის ურთიერთბის დარეგულირება შეუძლებელია, ეხლა კიდევ უფრო მწვავედ შემიძლია ამის თქმა ბოლო განცხადებების ფონზე - რუსეთთან რაიმე სახით ურთიერთობის დარეგულირება უტოპიაა, უნდა გავიგოთ, რომ საჭროა მაქსიმალური დისტანცირება რუსეთისგან, ოღონდ არა დაპირისპირების რეჟიმში გადასვლა და ჩვენი პოზიციების აქტუალიზება დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში.
ამისათვის საჭიროა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საზოგადოების კონსოლიდირებას ქვეყნის უსაფრთხოების საკითხების გარშემო და ქვეყნის შიგნით თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომელიც შემაფერხებელია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის", - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






