ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა ტელეკომპანიების მედიამენეჯერებსა და ჟურნალისტებს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებმა კომენტარები გააკეთეს. მ
ათი თქმით შეხვედრის ინიციატივა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოდიოდა:
„ქართული პოლიტიკის ბოლო დროინდელი პერიპეტიებიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ერთერთი ყველაზე საინტერესო რესპონდენტი, რომელთანაც ალბათ ნებისმიერ ჟურნალისტს ექნება უამრავი შეკითხვა. მე მაქვს მოლოდინი, რომ კითხვები და პასუხები არ დაილევა დღევანდელ შეხვედრაზე“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
მერაბ მეტრეველის განმარტებით, მისთვის შეხვედრის მიზეზი და მიზანი უცნობია:
„რაზე იქნება საუბარი წინასწარ არ ვიცი, იმიტომ, რომ ინიციატივა მისგან მოდიოდა. შესაბამისად, ველოდები, რომ თემაც მისგან იქნება შემოთავაზებული. რა თემაზეც დაგველაპარაკება, იმ თემაზე გაგვიჩნდება კითხვები. იმედია მიჭირხვნას არ გვიპირებენ“, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.
მასალის გამოყენების პირობები






