ნარმანია მოსახლეობას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში ჩამობრძანებას 25 წლისთავს ულოცავს
პოლიტიკა - 16:34, 09 Oct, 2014     1224

თბილისის მერი დავით ნარმანია მოსახლეობას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში ჩამობრძანების 25 წლისთავს ულოცავს.

„მინდა დღევანდელი დღე მივულოცო მათ, ვინც მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაშია ჩართული. ტაძრის მშენებლობაში მთავარი თითოეული ადამიანის მონაწილეობაა, სწორედ ამიტომ, მშენებლობა სწრაფად და ხარისხიანად მიმდინარეობს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, თბილისის მერიამ დღევანდელი დღისთვის უფასო ავტობუსები გამოყო, რათა მსურველებს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში მისვლა შეძლებოდათ.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში ჩამობრძანების 25 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. ივერიის ღვთისმშობლის ხატი მახათას მთაზე სპეციალურად დღევანდელი დღისთვის სიონიდან მიაბრძანეს.

პარაკლისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42