„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ქვეყანაში დანაშაულის სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს.
უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილი იყო დიდი რაოდენობით თხევადი ჰეროინის გადაზიდვის ფაქტზე დაკავებული მძღოლის საქმე, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ გაათავისუფლეს.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა ამ მიდგომაში ისაა, რომ კითხვა, რომელიც უშუალოდ დანაშაულს უკავშირდება, პასუხგაუცემელი რჩება.
„მივესალმებით ამ ადამიანის გათავისუფლებას, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას ამ დანაშაულს პიარმიზნებით იძიებდა და ამის გამო ეს ადამიანი ოთხი დღის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდა დაკავებული. რაც მთავარია, საზოგადოებას დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე - იყო ეს ნარკოდანაშაული, თუ უბრალოდ, საყოფაცხოვრებო ნივთიერებასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






