უნდა შეწყდეს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ბრიყვული საუბრები - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 16:14, 09 Oct, 2014     2681
,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს გაძლიერებისთვის პრინციპულია ამ ნაბიჯის გადადგმა. ბოკერია რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ,,ბრიყვულ საუბარს“ უწოდებს, რომელიც მისი თქმით, ქვეყანას აზიანებს.

,,რუსეთის ფედერაცია ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს მომავალს და სწორედ ამიტომ აწუხებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც საქართველო შეიძლება გააძლიეროს და ამიტომ, პრინციპულია, რომ ეს ნაბიჯი იქნას გადადგმული, ეს ერთი და მეორე - უნდა შეწყდეს ეს ბრიყვული და უპასუხისმგებლო საუბარი იმაზე, რომ დაალაგეს რუსეთთან ურთიერთობა და წარმატება აქვთ. ეს საუბარი გვაზიანებს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნითაც“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რუსეთის საგარე უწყების განცხადებაში აქცენტი საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზეა გაკეთებული და აღნიშნულია, რომ ”ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა ამიერკავკასიის რეგიონში ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სტაბილურობას.”

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს ბოლო სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ „საგრძნობლად გაზარდა აუცილებლობა, დაიდოს შეთანხმებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ თბილსს, სოხუმსა და ცხინვალს შორის.“

საგარეო უწყება ირწმუნება, რომ ამ მიმართულებით ჟენევის შეხვედრაზე ეფექტურ ნაბიჯად რუსული პროექტი განიხილეს.

ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი კი ირწმუნება, რომ ეს საკითხი ჟენევაში საერთოდ არ ყოფილა განხილული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42