საქართველომ უნდა გამოიყენოს ნატოს-თან თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობა - გაბაშვილი
პოლიტიკა - 16:08, 09 Oct, 2014     1323
საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რუსეთს საგარეო უწყების რეაქციას ეხმაურებიან ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. გოკა გაბაშვილის თქმით, საქართველოს აუცილებლად უნდა გამოიყენოს ნატოსთან თანამშრომლობის ის შესაძლებლობები, რომელიც ამ ეტაპზე აქვს.

,,აუცილებლად უნდა განვითარდეს აქ ნატო-ს ინფრასტრუქტურა, უნდა გაიხსნას საწვრთნელი ბაზები და რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა უნდა გვქონდეს სამხედრო თვალსაზრისით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს და ზოგადად რუსეთის პოზიციას ამ მხრივ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რა თქმა უნდა რუსეთის ინტერესებშია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი იყოს სუსტი და დაუცველი. ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველო იყო ძლიერი და პირველ რიგში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით“, - განაცხადა გაბაშვილმა.

რუსეთის საგარე უწყების განცხადებაში აქცენტი საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზეა გაკეთებული და აღნიშნულია, რომ ”ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა ამიერკავკასიის რეგიონში ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სტაბილურობას.”

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს ბოლო სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ „საგრძნობლად გაზარდა აუცილებლობა, დაიდოს შეთანხმებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ თბილსს, სოხუმსა და ცხინვალს შორის.“

საგარეო უწყება ირწმუნება, რომ ამ მიმართულებით ჟენევის შეხვედრაზე ეფექტურ ნაბიჯად რუსული პროექტი განიხილეს.

ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი კი ირწმუნება, რომ ეს საკითხი ჟენევაში საერთოდ არ ყოფილა განხილული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42