შინაგან საქემთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ოპოზიცია შსს-ს დანაშაულის სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს.
„მესმის, რომ ზოგიერთებს არ ესიამოვნათ, ასეთი დონის საერთაშორისო ნარკოტრანზიტის საქმე რომ გახსნა სამინისტრომ, მაგრამ ასეთი ტყუილების ტირაჟირება, ცოტა არ იყოს, უხერხულია..რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, კიდევ ერთხელ შეგახსნებეთ, რომ ამ საქმეში ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს და ბევრი სხვა მტკიცებულებაც“- წერს სოციალურ ქსელში ნინო გიორგობიანი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ქვეყანაში დანაშაულის სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს. უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის მტკიცებით, სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილი იყო დიდი რაოდენობით თხევადი ჰეროინის გადაზიდვის ფაქტზე დაკავებული მძღოლის საქმე, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






