განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2015 წელს მისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის 100 მილიონი ლარით გაზრდას ითხოვს.
სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ თანხა პედაგოგების ხელფასების ზრდას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება.
პედაგოგებისთვის ხელფასების მომატების საკითხი დღეს კომიტეტის სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემაც დააყენა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი სამუშაო დოკუმენტია და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული განხილვების შემდეგ ჩასწორებულ ვარიანტში განათლებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდოს.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის 74 მილიონ 300 ათასი ლარია გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები






