სოფელ ლამბალოში მომხდარ ტრაგედიაში მონაწილე ყველა პირი სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალი ქმრის ნათესავებმა „ფაქტობრივად ლინჩის წესით გაასამართლეს“.
„რაში მდგომარეობდა თვითმკვლელობის მიზეზები, ეს საჭიროებს სათანადო გამოძიებას. აქ მთავარი არის ის, რომ საზოგადოება ამ ადამიანს ლინჩის წესით გაუსწორდა. თუ თავისი ხელით არ მოკლეს, მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ თვითონ მოეკლა თავი. მნიშვნელოვანია ის, რომ გარდაცვლილის მიმართ ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა. თითოეულმა ადამიანმა ვინც ამაში მონაწილეობდა და ვინც ამას უყურებდა და არაფერს ამბობდა, უნდა დაისაჯონ“, - ამბობს კორძაია.
სოფელ ლამბალოში ახალგაზრდა ქალი, რომელიც ღალატში დაადანაშაულეს, სოფელში ჩამოატარეს და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილობრივი მოსახლეობის თვალწინ აყენებდნენ.
ამ სისასტიკეს სოფელში ტრადიციებით ხსნიან და არც იმ ადამიანებს ამტყუნებენ, რომლებიც ორი შვილის დედას საჯაროდ, მთელი სოფლის თვალწინ სცემდნენ.
ამის შემდეგ 30 წლის ქალმა თავი მოიკლა.
მასალის გამოყენების პირობები






