რა დაჯდა მოსკოვში გამართული "თბილისობა" და რას ამბობს ატეხილ სკანდალზე ხუბუტია
პოლიტიკა - 13:58, 09 Oct, 2014     9596

რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნსემენი „ალიასთან“ საუბრისას მოსკოვში გამართული თბილისობის დეტალებზე ჰყვება.

მისი თქმით, მოსკოვში გამართული „თბილისობა“ თავისი ორგანიზებით სულ 200 000 დოლარამდე დაჯდა.

„გვინდოდა, თქვენთან ერთად ვყოფილიყავით. ბევრი არ გვიფიქრია და ვისაც შევთავაზეთ, ისინი ჩამოვიდნენ. რაც შეეხება ლელა წურწუმიას, ის თავის ნათესავებთან ერთად ჩამოდიოდა, ეს დღესასწაული დაემთხვა და რომ გაიგო, მისი მზადება მიმდინარეობდა, გაიგო, რომ 10-15 ათასი ქართველი იქნებოდა, მოვიდა და მოეფერა ქართველებს. რაც შეეხება ნინო ჩხეიძეს, მას კორპორაციული მოწვევები აქვს ხოლმე და ხშირად დადის აქ, ამჯერადაც სიამოვნებით ჩამოვიდა, რადგან ვიზა გახსნილი ჰქონდა. საერთო მეგობრის მეშვეობით დავუკავშირდით და დაგვთანხმდა. სწორედ ჩვენი საერთო ნაცნობის მეშვეობით შემომითვალა, თუ ჰონორარს შევთავაზებდი, ძალიან ეწყინებოდა. ქართველ ხალხს, ახალგაზრდობას ძალიან უყვარს ნინი ბადურაშვილი და მათ მთხოვეს, ნინისთვის გვეთხოვა და დიდი მადლობა მას, რომ დამთანხმდა, გვითხრა, სიამოვნებით ვუმღერებ ქართველებს, თუ იმის საშუალებას მომცემთ, რომ ბილეთი ამიღოთ, არანაირი ჰონორარი არ მინდაო. მოსკოვის ცენტრში, ერმიტაჟში, ყველა აფრიალებდა ქართულ დროშას, ზუსტი მონაცემებით 30 000 ადამიანი იყო. ჩემი ინტერესი რაც იყო, ის ნამდვილად შესრულდა, ქართველებმა ძალიან დიდი სიამოვნებაც მიიღეს. სხვათა შორის, არც ერთი პოლიტიკოსი არ ყოფილა, ეს შეგნებულად გაკეთდა. ეს იყო სახალხო დღესასწაული და ალბათ, არავის დაუთვლია, ვინ იყო ქართველი და ვინ _ არაქართველი, მაგრამ 20 000-მდე ქართველი იყო, დანარჩენი _ არაქართველი. კარი ყველასთვის ღია იყო, ვისაც სურდა, შემოდიოდა. გვიან ღამემდე გაგრძელდა დღესასწაული და ყველა კმაყოფილი დარჩა და ღამის 11-ზე დასრულდა. დაგეგმილი იყო კონცერტები, მოცეკვავეები, მომღერლები, ჩურჩხელები გავაკეთეთ, მე ელარჯი გავაკეთე და გავუმასპინძლდი სტუმრებს. ყველა ორგანიზაციას სჭირდება ფული და ცხადია, ეს ფული გვქონდა ამაზე. სულ 200 000 დოლარამდე, თავისი ორგანიზებით... სამწუხაროა, რომ ქართველებს ორ ნაწილად ყოფენ, ეს დაუშვებელია, ქართველი ქართველია“, - განაცხადა ხუბუტიამ „ალიასთან“ საუბრისას.


წყარო: გაზეთი "ალია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42