ყველაზე მაღალხელფასიანი ქართველი ჩინოვნიკები - ტოპ - 5
პოლიტიკა - 13:21, 09 Oct, 2014     3428

2013 წლიდან მოყოლებული ჩინოვნიკებს თანამდებობრივი სარგო მკვეთრად გაეზარდათ ან სოლიდური სახელფასო ყოველთვიური დანამატი მიიღეს.

მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკების ტოპ-ხუთეული კი ასე გამოიყურება:

თბილისის ვიცე-მერი - 7 080 ლარი;

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - 7 000 ლარი;

პრეზიდენტი - 6 900 ლარი;

პარლამენტის თავმჯდომარე - 5 905 ლარი და

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 5 570 ლარი.

ამ ფონზე მაღალხელფასიანი მინისტრები თავიანთი 5 000-ლარიანი ხელფასით უკვე მე-7 ადგილზე აღმოჩნდნენ, მათ წინ კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებია, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 5 505 ლარს შეადგენს.

ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფო მმართველობაში ხელფასი, საშუალოდ, 1270,6 ლარია, რაც ოდნავ დაბალია საფინანსო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მინისტრები იყვნენ პირველნი, რომელთა თანამდებობრივი სარგო მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ნაციონალების მმართველობის დროს მინისტრთა ხელფასი 3 540 ლარს შეადგენდა, "ქართული ოცნების" მმართველობის დროს მას დანამატი დაერთო და სულ მინისტრის თანამდებობრივი სარგო 7 875 ლარით განისაზღვრა (ხელზე ასაღები 6300 ლარი).

ჩინოვნიკების ხელფასებსა და პრემიებზე აჟიოტაჟის შემდეგ, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და მინისტრებს ხელფასი ისევ შეუმცირა. საბოლოოდ, დღეს მინისტრის ხელფასი საშემოსავლოს დაქვითვით 5 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს, მათი ყოველთვიური ანაზღაურება არცთუ მაღალია, კანონით მინისტრის პირველი მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2 950 ლარს შეადგენს, დანარჩენი მოადგილეებისა კი - 2 720 ლარს. აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოადგილები მათი ხელმძღვანელისგან განსხვავებით განსაზღვრულ სახელფასო დანამატს არ იღებენ, შესაბამისად, იმის დადგენა თუ რამდენ ლარს შეადგენს მინისტრის მოადგილეების ყოველთვიური შემოსავალი, უცნობია. დეტალები მას შემდეგ გაიკრვევა, რაც ისინი კანონით გათვალისწინებულ ყოველწლიურ დეკლარაციას შეავსებენ.

საქართველოში რიგითი პარლამენტარის საშუალო ხელფასი დღეს 3 790 ლარს შეადგენს, დამატებითი თანამდებობის მქონე პირები ხელფასზე დანამატის სახით, საშუალოდ, კიდევ 2500 ლარს იღებენ. პარლამენტარის სახელფასო დანამატი პარლამენტმა 2013 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით განისაზღვრა.

სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი კი შემდეგნაირია: პარლამენტის თავმჯდომარე - 3 905 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 3 570 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 3 505 ლარი. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, კომიტეტის თავმჯდომარე - 2 705 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარე - 2 635 ლარი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარე - 2 105 ლარი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 1 970 ლარი, კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები - 1 905 ლარი, პარლამენტის წევრი - 1 790 ლარი.

მოგვიანებით, ხელისუფლებამ ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილება მოსამართლეებისთვისაც მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი - 7000, მოადგილის, მდივნისა და სასამართლოს წევრის კი 6000 ლარით განისაზღვრა.

უკანასკნელი სახელმწიფო სტრუქტურა კი, სადაც თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატი დაწესდა, თბილისის მერია იყო. დავით ნარმანიამ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინათ "ქამრების შემოჭერა" დააანონსა, დღეს უკვე საკუთარ თანამშრომლებს ხელფასებზე ხელფასის ოდენობის დანამატს უწესებს. როგორც ნარმანიას მიერ გამოცემულ დოკუმენტშია აღნიშნული, დანამატი 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს. ჯამში ეს თანხა 152 060 ლარს შეადგენს.

ბრძანების მიხედვით, ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ დედაქალაქის ვიცე-მერი - 3 540 ლარს, მერის მოადგილე - 3 360 ლარს, მერიის ადმინისტრაციის უფროსი 3 180 ლარს, მისი პირველი მოადგილე - 2 000-ს და მოადგილე - 1 800-ს, საქალაქო სამსახურის უფროსი - 2600-ს, რაიონის გამგებელი - 2600-ს, რაიონის გამგებლის მოადგილე - 1800, მერიის აპარატის (სამსახურის) მრჩეველი - 1300-ს და ა.შ. დანამატის საერთო თანხა, 26 თანამდებობის პირზე ნაწილდება.

სახელფასო დანამატს არ იღებს თბილისის მერი. დავით ნარმანიას ხელფასი დაახლოებით 4 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.

ექსპერტთა აზრით, როდესაც საჯარო უწყებებში დასაქმებულებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე კერძო სექტორში მომუშავეებს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის სიმპტომი არ არსებობს. საშუალო ხელფასი სახელმწიფო მართვის სექტორში გაცილებით დიდია, ვიდრე ისეთ სექტორში, სადაც, წესით, ხელფასი უფრო მაღალი უნდა იყოს.ყველაზე დიდი ანაზღაურება ბანკებში და სახელმწიფო მართვის სტრუქტურაშია, სადაც რეალური მატერიალური დოვლათი არ იქმნება. ბანკები მომსახურების სფეროს განეკუთვნებიან, სახელმწიფო სტრუქტურები კი - ადმინისტრაციულ სექტორს.


წყარო "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42