თურქეთმა და საქართველომ რუსულ ავიაციას გიუმრის გზა გადაუკეტეს - რუსული მედია
პოლიტიკა - 12:14, 09 Oct, 2014     1694

ამ დღეებში რუსულ პრესაში გავრცელდა ცნობები იმის თაობაზე, თითქოს საქართველომ და თურქეთმა რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას საჰაერო გზა დაუკეტეს და სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზა ბლოკირებულია.

თავიდან ეს ცნობა „არგუმენტი ნედელიმ“ გაავრცელა და შემდეგ ბევრმა სხვა გამოცემამ აიტაცა.

თუმცა როგორც ჩანს ეს ან უკრაინის მოვლენების ფონზე პროპაგანდის მიზნით გავრცელებული დეზინფორმაციაა, ან უბრალო უზუსტობა, რადგან ორივე ქვეყანას - საქართველოსა და თურქეთს - საბრძოლო ტვირთებისთვის ეს მარშუტი უკვე დიდი ხანია გადაკეტილი აქვს. რაც შეეხება არასაბრძოლო სამხედრო დანიშნულების ტვირთებს, ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე ამ ტვირთებისთვის დაკეტილი არ არის.

რაც შეეხება იმას, რომ საჰაერო კორიდორს, რუსეთი აკრძალული იარაღის გადატანისთვის იყენებს თუ არა და რამდენად კონტროლდება ეს მარშუტი, როგორც ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, „ეს ცალ-ცალკე საუბრის თემაა“.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგაა დაკეტილი და ამ ინფორმაციაში ახალი არაფერია.

სამხედრო ექსპერტები კი განმარტავენ, რომ ომის შემდეგ საქართველო-რუსეთს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით რუსეთიდან სომხეთის რუსულ სამხედრო ბაზაზე არასაბრძოლო ტვირთის გადატანა ხდებოდა. თუმცა ექსპერტებს უჭირთ იმაზე საუბარი, ბოლო დროს რაიმე ახალი აკრალვა მოხდა თუ არა რუსეთისთვის სამხედრო ავიაციასთან დაკავშირებით.

როგორც სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ამბობს, რუსულ მედიაში საუბარია იმაზე, რომ თურეთისა და საქართველოს მხრიდან საჰაერო კორიდორის ჩაკეტვით სომხეთის გიუმრის ბაზა საბრძოლო ტვირთს ვერ იღებს და ბლოკადაშიაო, საბრძოლო ტვირთის გატარება კი ომის შემდეგ საქართველოს საჰაერო კორიდორით არ ხდება.

„არაფერი ახალი არ ხდება ისეთი, რომ საქართველოსა და თურქეთს ერთობლივად გადაეკეტა საჰაერო სივრცე. ვფიქრობ, რომ რაღაც უზუსტობასთან გვაქვს საქმე ან ძველი პრობლემის თავიდან წამოწევასთან. შესაძლოა თურქეთმა მიიღო საჰაერო კორიდორის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, სირიის საზღვართან გართულებული სიტუაციის გამო და სომხეთში საბრძოლო ტვირთი ვეღარ ჩადის“, - ამბობს „რეზონანსთან“ საუბარში თავდგირიძე.


წყარო: გაზეთი "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42