სახელმწიფო მინისტრის აპარატი, დიასპორის საკითხებში, დიასპორული კვირეულისთვის ემზადება.
კვირეულის ფარგლებში დიასპორის ეკონომიკური ფორუმი გაიმართება. ღონისძიებაზე დიასპორულ ინვესტიციებსა და იმ რეგულაციებზე იმსჯელებენ, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდა.
გარდა ამისა, გაიმართება დიასპორული მარათონი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების სოლიდარობის ნიშნად ეწყობა. მარათონი უკრაინის საელჩოსთან დაიწყება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება.
დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიების დეტალებს კანონმდებლებს დღეს მინისტრი თავად გააცნობს. გელა დუმბაძეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის განცხადებით, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.
მასშტაბური ღონისძიება 12 ოქტომბერს დაიწყება.მასალის გამოყენების პირობები






