უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებმა, ნინო ბაქაქურმა და ზურაბ ძლიერიშვილმა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს ის პრიორიტეტები გააცნეს, რომლითაც მოსამართლეებად არჩევის შემთხვევაში იხელმძღვანელებენ.
”ქართული ოცნების” წარმომადგენლები კანდიდატების ხედვითა და პასუხებით კმაყოფილი დარჩნენ და განაცხადეს, რომ პრეზინდეტის მიერ ხელმეორედ წარდგენილ მოსამართლეთა კანდიდატებს მხარს დაუჭერენ.
„ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უზენაეს სასამართლოში არჩეული იყოს მოსამართლე, რომელიც მხოლოდ კანონს და კონსტიტუციას დაემორჩილება, იქნება კომპეტენტური, აბსოლუტურად მიუკერძოებელი და საქმეებს პირუთვნელად განიხილავს. მათი გამოცდილება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ, როგორც საკმაოდ კარგი კანდიდატები, ისე დავინახოთ“,- განაცხადა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატებს დეპუტატები კენჭს მომავალ კვირას უყრიან.
მასალის გამოყენების პირობები






