2015 წლის ბიუჯეტის განხილვა დღეს ერთდროულად რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტში გაგრძელდება. ბიუჯეტის პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარმოუდგენს.
ბიუჯეტი დღეს თავდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეც განიხილება, სადაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ელოდებიან. მან პარლამენტს დასამტკიცებლად შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა უნდა წარუდგინოს. ამ პროცედურას კანონი ითვალისწინებს.
"ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტს მხარს არ უჭერს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ხელისუფლების მიერ დოკუმენტში გაწერილი დიდი ოდენობის ვალის აღებას ასახელებენ. უმცირესობის წევრი, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ან ნატოს სტანდარტებთან დაახლოვებას ვერ დააჩქარებს.
შეგახსენებთ, რომ განხილვები საპარლამენტი კომიტეტებში 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ბიუჯეტის პროექტს მიღებული შენიშვნებით ფინანსთან სამინისტროს გადაუგზავნიან.
მასალის გამოყენების პირობები






