შეურაცხყოფაა, როცა მასწავლებლის შეფასებას სანიკიძის ,,დაქალოჩკები“ აპირებენ - შაშკინი
პოლიტიკა - 17:36, 08 Oct, 2014     3389
რა ბედი ელის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს და რა ბედი ელის განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის ახალ პროექტს, რომელმაც მასწავლებელთა კვლიაფიკაცია უნდა შეამოწმოს და რომელიც დასაწყისშივე კრიტიკის საგნაად იქცა, მათ შორის სანიკიძის თანაგუნდელებშიც, პროექტს იწუნებს ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. განათლების უწყება კი აცხადებდა, რომ წინა ხელისუფლების პროექტი არ ვარგოდა და ის შესაცვლელია.

განათლების სამინისტროს ასეთ დამოკიდებულბა მიუღებლად მიაჩნია მაია მიმინოშვილს ,,როცა ამბობენ, რომ არ ვარგოდა ეს გამოცდები, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში სწორედ პედაგოეგებს აყენებ შეურაცხყოფას, მათ არცთუ მარტივად გადალახეს ბარიერი და ეს არის დასაფასებელი. 4 წელი ვემზადებოდით და ამ პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო გამოცდილებაც გავითვალისწინეთ. ჩემი და არა მხოლოდ ჩემი, აზრით ძალიან კარგი მოდელი შემუშავდა, რომელიც ამ კონკრეტულ სეგმენტს აფასებს და კერძოდ კი - საგნის ცოდნას და ამ საგნის სწავლების მეთოდიკას“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების გაუქმებაზე აქტიური საუბარი გასული წლის ზაფხულში დაიწყო. მიზეზი პირდაპირ არ სახელდებოდა, მაგრამ ყველა იმას მიიჩნევდა, რომ სასერტიფიკაციო გამოცდაში შარშან ბევრი ჩაიჭრა (დაწყებიტი საფეხურის მასწავლებლების 93,5% ფიზიკის მასწავლებელთა 96%). მაშინ სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმაზე შეთანხმდა, რომ გამოცდები არათუ გაუქმდებოდა, მას კიდევ ერთი კომპონენტი - მასწავლებლის პარაქტიკულ ნაწილში შეფასება უნდა დამატებოდა, ის, თუ რა ფორმით, ეს უკვე სამინისტროს უნდა შეემუშავებინა.

განათლების სისტემის და ჩვენი შვილების მომავალი პირდაპირ არის დამოკიდებული მასწაველბლების კვალიფიკაციაზე, ეს არ არის სიახლე და ეს ძალიან კარგად ესმოდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლების დაფასება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, - აცხადებს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთან“ საუბარში.

შაშკინის თქმით, მასწავლებელთა სერტიფიცირება პირდაპირ არის კავშრში მის ფინანსურ სტიმულირებასთან, შაშკინი წინა ხელისუფლების მასწავლებელთა სახლებზეც საუბრობს და ამბობს, რომ სანიკიძემ და ამრგველაშვილმა მთელი ეს სიტემა მოსპეს.

_მთელ მსოფლიოში მასწავლებელი არის რეგულირებადი პროფესია ისევე, როგორც ექიმის და იურისტის, რადგან მათ ხელშია ნებისმიერი ქვეყნის მომავალია, ამიტომ ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში მასწავლებლის პროფესიისთვის არსებობს სასერტიფიკაციო გამოცდა. ზუსტად ეს დავნერგეთ ჩვენც საქართველოში, რაც ბევრი პროფესიონალის აზრით, წარმატებითაც მიმდინარეობდა. ჩვენი პოზიცია იყო ცალსახა - გვინდოდა რომ სკოლაში ყოფილიყო მაღალკვალიფიციური მასწავლებელი, მაგრამ ამავდროულად გევსმოდა, რომ ჩვენ უნდა დავხმარებოდით მასწაველებელს კვალიფიკაციის ამაღლებაში. ამითვის შენდებოდა მასწავლებელთა სახლები, მუდმივად 24 საათიან რეჟიმში მიდიოდა მასწავლებლების გადამზადება, და ამასთან ერთად იყო მასწაველებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელიც პიდაპირ იყო მიბმული ფინანსურ სტიმულებთან. მე მყავდა მასწაველბლები, რომლებიც იღებდნენ 200-ლარიან, 75-ლარიან დანამატს და იღებდნენ 1000-ლარიან ხელფასს. იმისთვის, რომ განათლება იყოს წარმატებული, სკოლაში უნდა იყოს მაღალკვალიფიციური, წარმატებული და დაფასებული მასწავლებელი. ამისთვის ერთი მხრივ საჭირო იყო სასერთიფიკაციო გამოცდები, ისევე როგორც ეს ხდება აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში და ამავდროულად ჩვენ მოვალედ ვთვლიდით თავს, რომ მასწავლებლები უფასოდ მოგვემზადებინა და აგვემაღლებინა მათი კვალიფიკაცია.

_რაც შეეხება თავად სასერტიფიკაციო გამოცდებს, რა კონკრეტული გათვლები ჰქონდა თქვენს დროს სამინისტროს და სერტიფიცირებული მასწავლებლების რა რაოდენობა უნდა ყოფილიყო თუნდაც ამ დროისთვის საქართველოში?

_რაც შეეხება სასერთიფიკაციო გამოცდებს. ბუნებრივია, რომ სასერთიფიკაციო გამოცდა ვერ იტყვის იმას, რომ ესა თუ ის მასწავლებელი კარგია თუ ცუდი, გამოცდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შემოწმდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იმისათვის, რომ ის რეგულირებად პროფესიაში შევიდეს. ნებისმიერი გამოცდა ამოწმებს კონკრეტულ დონეს რასაც უთითებ და ამოწმებს მინიმალურ კომპეტენციას. ჩვენი ხედვით ეს გამოცდება 2014 წლამდე უნდა ყოფილიყო ნებაყოფლობითი, ხოლო 2015 წლიდან უნდა ყველა მასწაველბელს ჰქონოდა სერტიფიკატი, ჩვენ ძალიან კარგი ტემპებით მივდიოდით, სულ გვყავდა 60 ათასი მასწავლებელი, აქედან 25 ათასი 2012 წლისთვის უკვე იყო სერტიფიცირებული. ჩვენი გაანგარიშებით, 2014 წლის ბოლომდე ყველა მასწაველბელი უნდა ყოფილიყო სერტიფიცირებული, ბუნებრივია ვინც მოემზადებოდა. 2015 წლის შემდეგ ძალაში შემოდიოდა სხვადასხვა კარიერული ზრდის პროგრამები, რომელიც დაეხმარებოდა მასწაველბელს, რომ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ჰქონოდა შესაძლებლობა გაეუმჯობესებინა კვალიფიკაცია. ეს გახლავთ ძალიან მოკლედ, რასაც ვაპირებდით.

მთლიანად ჩააგდეს მასწაველბელების გადამზადების პროგრამა, მასწავლების სახლები დაუტვირთავია, გააჩერეს მშენებლობები ზუგდიდში, ახალციხეში, თელავში, რომელიც უკვე მიმდინარე პორექტები იყო. 2 წლის განმავლობაში არავის არ ახსოვდა მასწაველბელი და არც ზრუნავდნენ მათ კავლიფიკაციაზე, ის რომ მასწაველებელს სჭირდება დახმარება, ეს არ არის მასწაველბლის ბრალი. რეგულირებადი პროფესიები ითვალისწინებენ იმას, რომ მსოფლიო ვითარდება, მაგალითისთვის გეტყვით, ინგლისური ენის მასწაველბელი რომ ავიღოთ, თავის დროზე რასაც მე ინგლისურს ვსწავლობდი და მჭირდებოდა ამისთვის 1 წელი, იგივეს ჩემი შვილები სწავლობენ 2-3 თვეში - იგივე მოცულობის ინფორმაციას, ახალი მეთოდოლოგიაა სწავლის, რომელსაც ბავშვები ადვილად ითვისებენ. ეს მეთოდოლოგია თავისით ხომ არ დაესიზმრება მასწაველბელეს, ამას სჭირდება კვალიფიკაცია, რომელიც ფულთან არის დაკავშირებული და ჩვენი მხრიდან ეს იყო უფასო.

_კანონის თანახმად ხომ 2015 წელს ყველა პედაგოგი უნდა იყოს სერტიფიცირებული?

_კი, თუმცა ორივე მინსიტრმა ეს ჩააგდო, შემდეგ 2014 წელს გაახსენდა სანიკიძეს, რომ არსებობს კანონი, რომლის თანახმად 2015 წელს ყველა უნდა იყოს სერტიფიცირებული. 2 წელი გავიდა და გაზაფხულის სასერტიფიკაციო გამოცდები საერთოდ არ ჩატარებულა, მასწავლებელს უგზავნიდნენ არეულ მესიჯებს და იქნება თუ არა ვერ იგებდნენ, ერთი სიტყვით სერტიფიცირებული მასწავლებლების რაიოდენობის ზრდა არ მოხდა. ამიტომ რადგანაც ვერ მოაბა თავის სნიკიძემ ამის გაკეთებას, გადაწყვიტა რომ აერჩია მარტივი გზა და გაეუქმებინა. მას ჰყავს შეკრებილი ისეთივე მავნებელი ხალხი, როგორის არის სანიკიძე. ის თავისივე გუნდის წევრებმაც კი გააკრიტიკეს, მათ შორის პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ...

_თქვენ თუ იცით, რას გულისხმობს სანიკიძის ახალი პროგრამა, რომელიც მისსავე გუნდში იქნა დაწუნებული?

_საინტერესო ისაა, რომ მასწავლებლების ხელმოწერებს აგროვებენ, ხელს აწერინებენ, რომ თურმე რა კარგია სანიკიძის ეს ახალი პროგრამა. ეს უკვე არის მასწაველბლების შეურაცხყოფა, ამას ადგილი აქვს თბილისის და რაიონების სკოლებში. ეს მახსენებს საბჭოთა კავშირს, როცა ამა თუ იმ მავნებლობას აკეთებდნენ ,,მშრომელთა თხოვნით“, ამერიკას რომ აგინებდნენ, ეკლესიას რომ ანგრვდნენ ეს ხდებოდა მშრომელთა თხოვნით და ა.შ. სანიკიძეს ეტყობა მარტო ეს ახსოვს და მშრომლეთა თხოვნით აკეთებს ამ პროგრამას.

ამის ნაცვლად შემოაქვს რამდენიმე დონეებად დაყოფილი მასწავლებლების რანჟირება, რაც თვითონ პროგრამაშიც კი არ არის გაწერილი თუ რას უნდა აკმაყოფილებდე, რომ ეს რანგი მიიღო. მაგრამ მთავარი სხვა რამე, და ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს - ამ პროგრამით აბსოლუტურად გაუგებარაია და ვერც გაიწერება ვინ უნდა შეაფასოს მასწავლებელი. გამოცდის ერთი მთავარი პლუსი არის, რომ ის ანონიმურია და აბსოლუტურად გამორიცხულია კორუფციულ-ნეპოტისტური გარიგება. როგორც კი შემოდის რაღაც კრიტერიუმები, რის საფუძველზეც გინდა რომ შეაფასო, მაშინვე შემოდის ნეპოტიზმი და კორუფციის წყარო. 60 ათასი მასწავლებელი იყო ჩვენ რომ სისტემა გადავიბარეთ. სანიკიძე ამბობს, რომ გაკვეთილებს დავესწრებითო... როგორ, იქნებ აგვიხსნას? გამოცდილება ყველას გვაქვს, 60 ათასი ადამიანის გაკვეთილზე დასწრება არის შეუძლებელი...

60 ათასი ადამიანის გაკვეთილს რომც დაესწრო 10 წლის განვალობაში, გჭირდება ვიღაც კონკრეტული ადამიანი, მაგრამ ნუ გვავიწყდება რომ ყველას აქვს თავის სუბიექტური და ობიექტური დამოკიდებულებები, ქვეყანა პატარაა და შეიძლება ვიღაცეებს ერთმანეთის მიმართ კონკრეტული დამოკიდებულება ჰქონოდათ წარსულში... ასეთ დროს პირადი დამოკიდებულებები აუცილებლად იჩენს თავს. მაგალითისთვის გეტყვით აქვე, სანიკიძემ ჩაატარა დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელიც იყო ორ ნაწილად დაყოფილი: პირველში იყო კომპიუტერული ტესტი და მერეში იყო - გასაუბრება. კომპიუტერული ტესტი ვინც ჩააბარა და არ მოსწონდათ პიროვნულად ან პოლიტიკურად, მერე გასაუბრებაზე ყველა ჩაჭრეს, მაგალითისთვის ჩაჭრეს ადამიანი, რომელიც არის ავტორი სახელმძღვანელოსი, რომელიც არის აღიარებული განათლების სამინისტროს მიერ და ამ ადამიანს დაუწუნეს ხედვა, რომელსაც ის მათ მიერვე აღიარებულ სახელმძღავნელოში წერს და ჩაჭრეს. გასაუბრებაზე ზის კონკრეტული ჩინოვნიკი, რომელსაც ერთი დღე არ უმუშავია სკოლაში, გამოცდას უტარებენ სტაჟიან დირექტორებს და მათ უწუნებენ ხედვებს და გამოცდილებას, იგივე მოხდება მასწავლებლების შემთხვევაში, მოვლენ სანიკიძის ,,დაქალოჩკები“ სამინისტროში და ასეთი დაქალოჩკები დაიწყებენ მასწავლებლის შეფასებას, ვისაც სკოლაში 20-30-წლიანი სტაჟი აქვთ. როცა ადამიანს არ უებნები, რის საფუძველზე უნდა შეაფასო და მერე აგზავნი ბიუროკრატებს, ეს იქნება დამსჯელი მექანიზმი.

მესმის, რომ პარლამენტში უმრავლესობა არის ,,ქართული ცონება“, მაგრამ ყველას ყავს ოჯახი და ისინიც ფირქობენ შვილების განათლებაზე...

_ფიქრობთ, რომ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს სანიკიძის ახალ პროექტს?

_მე ნამდვილად მინდა მივმართო მათ, რომ ეს იქნება განათლების დასამარება, ყველა რეფორმის განულება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ეს იქნება მასწაველბლების შეურაცხყოფა, რადგან არც ერთ ჩინოვნიკს, გაუგებარი კომპონენტებით, არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ წაართვან მასწავლებელს სტატუსი.

განათლების სიტემაში ახლა გარდა მისნიტრისა, არის ორი მნიშვნელოვანი ფიგურა - ერთი არის განათლების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და მეორე - პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე - ორივემ ეს პროგარამ გააკრიტიკა. მე არ ვამბობ, რომ მასწავლებილის სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ იყო სრულყოფილი, ამას მოჰყვებოდა შემდეგ უკვე მასწაველბლების კარიერული ზრდის პროგრამა, რომლის პროექტი იდო და გადავაბარეთ სანიკიძეს, მან ეს პროექტი გადააგდო, ისვე როგორც სერტიფიცირების პროგრამა გაანადაგურა. ჩვენი მიზანი იყო, რომ ყველა მასწაველებლს ჰქონოდა 1000-ლარიანი ხელფასი, როცა მინისტრად დავინიშნე პრეზიდნეტ სააკაშვილის მთავარი დავალება იყო, რომ გაწერილიყო პროგარამა, რაც საშუალებას მოგვცემდა, რომ ყველა მასწაველბელს ჰქონოდა 1000 ლარიანი ხელფასი. ჩვენ ამაზე ვმუშაობდით და ჩვენი მოსაზრებით ეს უნდა ყოფილიყო 2015 წლისთვის. სანიკიძემ ისიც გააფუჭა, რაც გაკეთებული იყო, მას სიტემა მიჰყავს კორუფციის, ნეპოტიზმის და მაწავლებელთა შეურაცყოფის მიმართუელბით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42