,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ შსს-ს და პროკურატურას მიმართავს
პოლიტიკა - 16:18, 08 Oct, 2014     1354

„დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიმართავს.

აღნიშნულ განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში ორგანიზაციის „თავისუფალი ზონის“ და მისი წევრების მიმართ, კონკრეტული პირების მიერ განხორციელებული და გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გარდა, არსებობს დამატებით სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რომელთა საფუძველზეც გამოძიების დაწყება სავალდებულოა. შესაბამისად კომპეტენტურ საგამოძიებო ორგანოს არ უნდა გამორჩეს, რომ ორგანიზაციის „თავისუფალი თაობის“ წევრების და მათი აქტივისტების ქმედება, ასევე გაკეთებული საჯარო განცხადებები - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების დამატებით სამართლებრივ საფუძვლებს შეიცავს.

დამატებით შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით, ასევე თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ასევე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობისთვის უკანონო ხელის შეშლისთვის ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ამავე კოდექსის 166-ე მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორი წლის ვადით. შესაბამისად მივიჩნევთ, რომ აღნიშნული გათვალისწინებულ უნდა იქნეს გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, ეს კი უზრუნველყოფს მომავალში საზოგადოების უსაფრთხოებას, მშვიდ გარემოს და დაიცავს მოსახლეობას მსგავსი კანონდარღვევისგან“,- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42