საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი გახსნას დაესწრო.
მისი თქმით, ცენტრში მიგრანტებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
„პირველ რიგში მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მივულოცო ამ ცენტრის გახსნა. ექვსი თვის წინ ამ ტერიტორიაზე არაფერი არ იყო, დღეს ვხედავთ ძალიან სერიოზულ დაწესებულებას, ძალიან სერიოზულ ნაგებობას, რომელშიც ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მიგრანტებმა მიიღონ ყველანაირი პირობა ცხოვრებისათვის. გათვალისწინებულია აბსოლუტურად ყველაფერი, არის სამედიცინო პუნქტი, არის უნარშეზღუდული ადამიანებისთვის სპეციალური ოთახები, არის საკლასო ოთახი, სავარაუდოდ, თუკი ბავშვები იქნებიან მათ შორის. არის ჩვილი ბავშვების მოვლის საშუალებებიც კი გათვალისწინებული. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ასეთი დონის დროებითი თავშესაფარი მიგრანტებისთვის არ მინახავს განვითარებულ ქვეყნებშიც კი. ამიტომ ეს არის ძალიან მისასალმებელი“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






