ადამიანს თუ ზიანი მიაყენეს, რა მნიშვნელობა აქვს კრიმინალის სტატისტიკას? - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 15:50, 08 Oct, 2014     1761
უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, არამედ ამ ღონისძიებებში საზოგადოების ძალიან აქტიური ჩაბმა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, ის კრიმინალს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით არ მიუდგება.

"თუ თქვენ შეგემთხვათ რამე და რომელიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლი გახდით, რა მნიშვნელობა ექნება თქვენთვის, დანაშაულთა გახსნის 99%-იანი მაჩვენებლის დროს მოხდა თქვენ მიმართ ძალადობა თუ 10%-იანს? თქვენთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც ზიანი მიაყენეს, მნიშვნელობა არა აქვს, როგორია გახსნის მაჩვენებელი და როგორია სტატისტიკა. მიმაჩნია, რომ ყველა შემთხვევა (სამწუხაროდ, შემზარავი შემთხვევები მოხდა) უაღრესად მძიმეა და ყველა იმ ოჯახისთვის, რომელსაც მსგავსი რამ დაემართა, ძალიან მტკივნეული. თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვანია არა სტატისტიკური მაჩვენებელი საქმის გახსნის შედეგად, არამედ მათი საკითხის გადაწყვეტა. როდესაც იცით, რომ თქვენი საქმე გამოძიებულია, კმაყოფილი ხართ იმით, რომ თქვენი უფლებები დაცულია. შესაბამისად, ამ საკითხს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით არ მივუდგებოდი. მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, არამედ ამ ღონისძიებებში საზოგადოების ძალიან აქტიური ჩაბმა. ეს მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით: პირველი - როდესაც საზოგადოება აქტიურად არის ჩაბმული და მიაჩნია, რომ პოლიციელი, პატრულის თანამშრომელი, პროკურორი მისი უფლებების დამცველია, ავტომატურად მატულობს გახსნილი საქმეების რაოდენობა. მეორე მომენტი კი ისაა, რომ საზოგადოების ჩაბმულობისა და თანამშრომლობის პირობებში ავტომატურად გამოირიცხება მისი უფლებების დარღვევა. ეფექტიანი სამართალდამცველი ყოველთვის ზღვარზეა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და თუკი საზოგადოებას ჩართავ, ეს თემაც მაქსიმალურად მოგვარებული გექნება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42