ივანიშვილ-მარგველაშვილის 10-თვიანი წყვეტა - პრეზიდენტი ექსპრემიერზე არ საუბრობს
პოლიტიკა - 14:04, 08 Oct, 2014     1990

რა ურთიერთობა აქვს პრეზიდენტს საქართველოს ყოფილ პრემიერთან და რამდენი ხანია მას ბიძინა ივანიშვილთან არ უსაუბრია? ყოფილ პრემიერთან ურთიერთობის შესახებ გიორგი მარგველაშვილი ჟურნალ „ფორბსის“ ქართული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება.

პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა რიგ შემთხვევებში მისი და კოალიციის ლიდერების ლექსიკა განსხვავებული იყოს, თუმცა პოლიტიკური ორიენტირები განსხვავებული არ იქნება. მგველაშვილს და ივანიშვილს ურთიერთობა 10 თვეა არ ჰქონიათ.

„არ მგონია, რომ ჩემი თანაგუნდელები რამეს მერჩიან, ან რომ მერჩოდნენ, ალბათ მეც აღელვებული ვიქნებოდი“, - აცხადებს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, დაპირისპირებების პიკი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს უკავშირდება და არ არის გამორიცხული, მორიგ ინტერვიუს კვლავ მოჰყვეს ვნებათაღელვა.

ავლაბრის რეზიდენციაში მის გადასვლასთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ არ დაუშვებდა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა უკვე 10 თვეა არ ჰქონია და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის გავლენა მასზე, როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე, შესაძლოა დახასიათდეს მხოლოდ იმ განცხადებებით, რომელსაც ივანიშვილი აკეთებს.

„მის ორივე განცხადებაში იყო ჩემი კრიტიკა, რომელსაც ვერც ვუპასუხებ, რადგან არც მის კრიტიკაში იყო პოლიტიკური კონტექსტი“,- ამბობს გიორგი მარგველაშვილი და მიაჩნია, რომ გუნდის წევრები ტელევიზიების მეშვეობით დიალოგს უნდა მოერიდონ.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზეც ილაპარაკა. მისი განმარტებით, ამ საკითხზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ არცთუ სასიამოვნო განცხადებას საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა წაუყრუოს და აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი.

ინტერვიუში მარგველაშვილმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც ილაპარაკა და 2008 წლის 12 აგვისტოც გაიხსენა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი იუშჩენკო რუსთაველზე იდგა საქართველოს მხარდასაჭერად. პრეზიდენტის თქმით, პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციაზე მისი ჩასვლა ძალზე მნიშვნელოვანი იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42