2015 წელს ხელფასებზე 323 მილიონი ლარით მეტია გამოყოფილი - ჯაფარიძე
პოლიტიკა - 12:16, 08 Oct, 2014     819

„ნაციონალური მოძრაობაში" სახელმწიფო ბიუჯეტში ხელფასების, პრემიებისა და სახელფასო დანამატებისთვის გამოყოფილ თანხებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ მიმართულებით 323 მილიონი ლარით მეტია გამოყოფილი, ვიდრე ეს 2012 წელს, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში იხარჯებოდა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, 2013 წელს სახელფასო ანაზღაურებაზე და პრემიებზე ქართული ონცების მთავრობამ 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებასთან შედარებით 138 მილიონი ლარით მეტი დახარჯა.

„თუ შევადარებთ რა უჯდება ივანიშვილის მთავრობა საქართველოს მოსახლეობას, ვნახავთ რომ 2013 წელს მთავრობის შენახვა დაჯდა 138 მილიონი ლარით მეტი ვიდრე 2012 წელს სააკაშვილის მთავრობა, 2014 წლის მხოლოდ 6 თვეში მთავრობა დაჯდა 130 მილიონი ლარით მეტი ვიდრე 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში, ხოლო 2015 წელს დაგეგმილია რომ მთავრობის ხელფასებსა და პრემიებზე დაიხარჯოს 323 მილიონი ლარით მეტი ვიდრე 2012 წელს დაიხარჯა. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ, ზედიზედ მეორე წელი, არ არის გათვალისწინებული პენსიების ზრდა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩასწორებულ ბიუჯეტის ვარიანტში მოხდება პენსიების ზრდის გათვალისწინება, ეს შესაძლებელი იქნება მოხდეს მხოლოდ სიმბოლური თანხით. პრაქტიკულად არ იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი და მცირდება არაფინანსური აქტივების ზრდის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა სუსტდება. ამ და სხვა მიზეზების გამო, ენმ 2015 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ ვარიანტს მხარს არ დაუჭერს“, - აცხადებს ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42