საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ორ წელიწადს აფასებს. კალაძე „ვერსიასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს:
„2012 წლის პირველი ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. მოსახლეობასთან ერთად შევძელით, წინა ხელისუფლება, რომლის მიმართაც დიდი უკმაყოფილება იყო, მშვიდობიანად, არჩევნების გზით დაგვემარცებინა. ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარების თვალსაზრისით, ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია. უამრავი პრობლემა დაგვხვდა, რადგან ყველაფერი, რაც კეთდებოდა, ფასადური და ძირითადად, პიარზე ორიენტირებული იყო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, წინა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმებიც გაატარა.
ერთი წელი პრეზიდენტ სააკაშვილთან გვიწევდა ურთიერთობა. რთული იყო- გვახსოვს სხვადასხვა კანონზე ვეტოს დადების ტენდენცია. მაინც მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ.
ჯამში, მთავრობის მუშაობას დადებითად შევაფასებ. უშეცდომო არავინაა. შეიძლება შეცდომები ჩვენც გვქონდა, მაგრამ მთავარია, საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია“, - აცხადებს კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






