ხუხაშვილი "ქართულ ოცნებას" ურჩევს პრეზიდენტისგან ისწავლოს
პოლიტიკა - 10:12, 08 Oct, 2014     3392

"მე რჩევას მივცემდი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომლებიც კრიტიკაზე უკმაყოფილო სახეებით ხშირად აღშფოთებულები ლაპარაკობენ, ისწავლონ პრეზიდენტისგან“, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ყოფილი თანამდებობის პირების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.

ხუხაშვილის განცხადებით, ვინაიდან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე შეკითხვა პრეზიდენტს შეერთებული შტატების ელჩმა დაუსვა, ეს ადასტურებს, რომ ამ თემით ამერიკაა დაინტერესებული.

ანალიტიკოსთა განცხადებით, პრეზიდენტის პასუხში ნათლად დადასტურდა, რომ გიორგი მარგველაშვილს ამ საკითხის გარშემო არსებული პრობლემების შესახებ კარგად ესმის.

გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძეც, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტი ცდილობს მისაღები და გასაგები იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის.

მისივე თქმით, დღეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ბერვი კითხვის ნიშანი აქვთ და თუ ხელისუფლებას უნდა, რომ დარჩეს დასავლეთის პარტნიორად და დასავლეთის დამოკიდებულება მათ მიმართ სულ უფრო არ გაცივდეს, იგი უნდა ეცადოს მაქსიმალურად გადადგას შემხვედრი ნაბიჯები.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პარტნიორების მიერ გამოთქმული წუხილის გამო თავადაც ღელავს. ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივ დევნას კი პრეზიდენტი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევად აღიარებს. იგი მიმდინარე პროცესების მონიტორინგში უფრო აქტიურ მონაწილეობას გეგმავს და პოლიტიკოსებსაც მოუწოდებს დისკუსიაში ჩაერთონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42