პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. დოკუმენტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომტეტეში იმსჯელებენ. დეპუტატების წინაშე ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარსდგება. მომავალი წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ 350 მილიონი ლარით განისაზღვრა.
მთავრობის პრიორიტეტი სოციალური პროექტები, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლებაა.
„მთავრობამ გაითვალისწინა, რომ დღეს მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება სოციალური მხარდაჭერა. განათლება, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა - ეს არის პრიორიტეტული მიმართულებები და ამ კუთხით დაფინანსებები იზრდება. თვითმმართველობების დაფინანსებაც იზრდება, რომ გადასაცემი ტრანსფერის რაოდენობა იყოს უფრო მეტი. იქნება კორექტირებებიც, დამატებითი მოსაზრებები, რომ რაც შეიძლება სოციალურად ორიენტირებული იყოს ახალი ბიუჯეტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს საპარლამენტო უმცირესობას და დოკუმენტის მხარდაჭერას არ აპირებენ. 2015 წლის ბიუჯეტი კანონმდებლებმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცონ.
მასალის გამოყენების პირობები






