ხომ არ მოვიდა დრო ,,ევროპა აპიდარასტებს“ შემადგენლობას მკაფიოდ გავემიჯნოთ? - დავით ზურაბიშვილის მიმართვა
პოლიტიკა - 01:03, 08 Oct, 2014     3155
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი კოალიციის წევრების, ნეიტრალების და შუაშისტების მისამართით ,,ფეისბუქის“ გვერდზე მორიგ განცხადებას ავრცელებს. „ხომ არ მოვიდა დრო, რომ ცოტა გავერკვიოთ ვის რა გვინდა და ევროპა აპიდარასტებს შემადგენლობას ცოტა უფრო მკაფიოდ გავემიჯნოთ“, - მიმართავს დავით ზურაბიშვილი და კოლეგებს მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

“ოქტომბრის არჩევნების ორ წლისთავზე მინდოდა დამეწერა, ერთგვარი შეჯამების სახით, მაგრამ არა უშავს, ახლაც წავა.

სააკაშვილის ხელისუფლების ოპონენტები, სპექტრის მრავალფეროვნების მიუხედავად, პრინციპში შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად.

ერთნი იყვნენ ისინი, ვისთვისაც ნაცმოძრაობის მმართველობა მიუღებელი იყო მისი ავტორიტარიზმის, მედიის, ბიზნესის, სასამართლოს, განათლების სისტემისა თუ აკადემიური სფეროს კონტროლირების, განსხვავებულ მოაზროვნე–მოფიქრალთა მიმართ დაუნდობელი წნეხის გამო.

და იყვნენ ისეთები, ვისთვისაც სააკაშვილი და მისი გუნდი ასოცირდებოდა პროდასავლურ ორიენტაციასთან და ზოგადად ლიბერალურ დისკურსთან. მათთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს დისკურსი იყო (და არის) მიუღებელი.

უფრო დეტალურად ამ ანტინაცურ–ოპოზიციური დანაყოფების გარჩევას აქ არ შევუდგები, თუმცა, თითოეულის შიგნით კიდევ არის გრადაციები. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩემის ღრმა რწმენით ნაცმოძრაობის ოპონენტთა პირველი კატეგორია რაოდენობით ბევრად სჭარბობდა და სჭარბობს მეორე კატეგორიას. ამას, პირდაპირ თუ ირიბად ადასტურებს არა მხოლოდ ჩემი ემპირიული დაკვირვება, არამედ ყველანაირი კვლევა, რაც კი ამ ქვეყანაში ჩატარებულა

თვითონ ნაცმოძრაობა და მისი მომხრეები რას ფიქრობდნენ თავიანთ ოპონენტებზე ამ შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა. მით უმეტეს, ისინი საერთოდ არ ფიქრობდნენ ამაზე და პირველ კატეგორიის არსებობასაც კი არ აღიარებდნენ. კაცმამ რომ თქვას, არც ახლა აღიარებენ.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, ძვირფასო კოალიციის მომხრეებო, ნეიტრალებო თუ შუაშისტებო.

ხომ არ მოვიდა დრო, რომ ცოტა გავერკვეთ ვის რა გვინდა და "ევროპა აპიდარასტებს" შემადგენლობას ცოტა უფრო მკაფიოდ გავემიჯნოთ? უფრო მკვეთრად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად? პირადად მე ნამდვილად ასპროცენტიანი სიზუსტით ვიცი, რომ მე და ეგეთი ხალხი ერთად ვერასდროს ვიქნებით, რადგან სრულად სხვადასხვა ქვეყანა გვინდა და სრულიად განსხვავებულად წარმოგვიდგენია საქართველოს მომავალი.

ეს ალბათ აქამდეც უნდა გვექნა და ბევრ გაუგებრობას ავიცილებდით თავიდან. ყოველ შემთხვევაში ვიღაც–ვიღაცეებს იმის ილუზია მაინც არ ექნებოდათ, რომ ნაცების სიძულვილის ხარისხით უნდა გაიზომის ჭეშმარიტი პატრიოტობა. სიძულვილი საერთოდ არ შეძილება იყოს რაიმე პოზიტიური ღირებულებითი საზომი.

ალბათ ადრე უნდა გვექნა, მაგრამ არც ახლაა გვიან” - წერს ზურაბიშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42