,,ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, ეს ღიად უთქვამს არაერთხელ ხელისუფლებას, მათ შორის ივანიშვილს და კალაძეს, რომ თითქოს საკუთრების პრობლმები იყოს, თუმცა მათ საკუთრების პრობელმა არ აწუხებთ, აქ მათი აზრით მიუღებელ საინფორმაციო პოლიტიკაზეა საუბარი. წარმოუდგენელია, ვინც ჟურნალსიტურ საქმიანობას იცნობს, პროპაგანდისტული მანქანა იყოს ყველაზე პოპულარული, რადგან მაყურებელი აფასებს ხარისხს, რაც ტელევიზიიდან მოდის. ისინი ამუშავებენ ყველაფერს, რომ ,,რუსთავი 2“ ჩაიგდონ ხელში“, - განაცხადა გაბაშვილმა, რასაც უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის რეპლიკა მოჰყვა - ,,ეჭვი ხომ არ გეპარება, რომ დღეს აქ ნიღბებით არავინ შემოვარდება?“
,,ნიღბიანები არ შემოცვივდებიან რუსთავი 2-ში, თუმცა დარწმუნებული ვარ სერიოზული მუშაობა მართებს პროკურატურას იმაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა გამოიძიოს“, - უპასუხა გოკა გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






