ექსკლუზივი: ,,მიჭირხვნა“ ქობულეთში - რა ბედი ელის მედიას ,,ჯორჯია პალასში“ თათბირის შემდეგ
პოლიტიკა - 19:55, 07 Oct, 2014     5430

,,ოდესღაც მე გამოვიყენე სიტყვა ,,მიჭირხვნა“ და ჟურნალისტებმა გაიგეს ,,მიჯირყვნა“. მას შემდეგ ორჯერ განვმარტე, რომ გამოვიყენე ,,მიჭირხვნა“, მაგრამ დღესაც ჟურნალისტების დიდი ნაწილი ,,მიჯირყვნას“ იყენებს. აი, ეს არის დღევანდელი მედია. არ იცოდნენ სიტყვა ,,მიჭირხვნა“. ეს მედიის დიდ ნაწილს ეხება. არ იფიქროთ, რომ თუნდაც ეს განმარტებაც უშველის საქმეს, ისევ გააგრძელებენ იმავეს“, - მედიის ეს შეფასება ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდანაა. როგორც სჩანს ,,მისაჭირხვნი“ კიდევ ბევრია, ამას მოწმობს ქობულეთში ,,ჯორჯია პალას ჰოტელში“ საგანგებოდ გამართული თათბირი, სადაც ბიძინა ივანიშვილი ექსპერტებს, ჟურნალისტებს და მისთვის საინტერესო პერსონებს შეხვდა.

როგორც ,,ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, გაუხმაურებელი შეკრება ეხებოდა ხელისუფლებისთვის მედიის დღეს არსებული საინფორმაციო პოლიტიკის მიუღებლობას და ,,ურჩი“ ჟურნალისტებისგან ტელევიზიების ,,გაწმენდას“.

ქობულეთის თათბირს ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით ესწრებოდნენ: სოსო გალუმაშვილი (პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროსი კონსულტანტი.), ვასილ მაღლაფერიძე (მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი), ბასა ჯანიკაშვილი (მწერალი, დრამატურგი), გოგა ხაინდრავა (რეჟისორი), გურამ ნიკოლეიშვილი (ექსპერტი), ბექა დავითულიანი (ჟურნალ ლიბერალის ბლოგერი, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანამშრომელი), რეზო საყევარიშვილი (ტვ იმედის გენ.დირექტორი)

25 სექტემბერს მატარებლის დილის რეისით გამგზავრებულებს ივანიშვილი, მედიაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უკმაყოფილო დახვდა. ექსპრემიერს ქვეყანაში არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარების გაშუქება არ მოსწონს. ,,ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, ივანიშვილს არც ის ჟურნალისტები მოსწონს, რომელთა თოქ-შოუები ქვეყნის წინაშე მდგარ მწვავე პრობლემებს ეძღვნება ხოლმე, რის გამოც, მაგალითად, ტვ ,,იმედის“ გენერალურმა დირექტორმა რეზო საყევარიშვილმა ივანიშვილისგან საყვედურიც მიიღო... ,,ნიუპოსტი“ დაუკავშირდა რეზო საყევარიშვილს, თუმცა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის შემდეგ, მან პასუხი არ ისურვა და ტელეფონი გათიშა. ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილი შეხვედრა ემთხვევა ჟურნალისტ ვახო სანაიას ,,მაესტროდან“ წასვლას, თუმცა ეს დამთხვევაა თუ უკავშირდება ივანიშვილთან შეხვედრას, და მისი წასვლა პირველია და უკანასკნელი თუ გაგრძელებაც მოჰყვება, ამას დრო გვიჩვენებს. თოქ-შოუებში მტკივნეული აქცენტების გაკეთება აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ მოსწონს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილთან შევხედრაზე აღნიშნულ საკითხსაც დიდი დრო დაეთმო.

,,ნიუპოსტი“ შეეცადა დეტალების გადამოწმებას. ვასილ მაღლაფერიძე შეხვედრას ადასტურებს და ამბობს, რომ ის ნამდვილად შედგა ქობულეთში ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მაღლაფერიძე დამსწრეთა შორის ერთ-ერთ ექსპერტსაც ასახელებს - სოსო გალუმაშვილს, თუმცა ამბობს, რომ შეხვედას პოლიტიკოსები და ექსპერტები არ ესწრებოდნენ, მისი თქმით, საუბარი მეფუტკრეობის განვითარებას ეხებოდა: ,,შეხვედრა იყო ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა იქ არ იყვნენ არანაირი ექსპერტები. უბრალოდ შეხვედრა იყო. შეხვედრა იყო ბიძინა ივანიშვილის იდეა. პოლიტიკური ფიგურები იქ არ იმყოფებოდნენ. ჩვეულებრივ საკითხებზე ვსაუბრობდით. ეს იყო ჩვეულებრივი შეკრება ადამიანების, ვსაუბრობდით მიმდინარე საკითხებზე. შეხვედრაზე იმყოფებოდა სოსო გალუმაშვილიც. ეს არ იყო სამუშაო და ოფიციალური შეხვედრა. პრესისთვის საინტერესო იქ არაფერი არ იყო. არავითარი ექსპერტები იქ არ იყვნენ და არავითარ შენიშვნებზე იქ საუბარი არ იყო. გითხარით უკვე, რომ მიმდინარე საკითხებზე ვსაუბრობდით. აი მაგალითად, საუბარი შეეხო მეფუტკრეობასაც და ასე შემდეგ.“

რაც შეეხება სოსო გალუმაშვილს, ექსპერტი ,,ნიუპოსტის“ ზარებს არ პასუხობს.

ღმერთმა ქმნას, ეს შეხვედრა მეფუტკრეობის პრობლემების გამო შემდგარიყო, თუმცა ნამდვილად ვერ დავეყრდნობით ვასილ მაღლაფერიძის სიტყვებს...

,,ნიუპოსტი“ აგრძელებს მის ხელთ არსებული ინფორმაციის დამუშავებას და რესპოდენტებთან მისი გადამოწმების შემდეგ საზოგადოებას დაწვრილებით მიაწვდის ინფორმაციას - ემუქრება თუ არა საფრთხე თოქ-შოუებს, სადაც თავისუფლების ხარისხი მაღალია; რა ცვლილებებია მოსალოდნელი სარეკლამო ბაზარზე, რომელმაც შესაძლოა პირდაპირი გავლენა იქონიოს მედიის თავისუფლებაზე; დასრულდა თუ არა საქართველოში მედიის ბედის ვიწრო წრეში გადაწყვეტის მანკიერი პრაქტიკა, რომლის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება მისი თავისუფლების შეზღუდვა.

ის, რომ ხელისუფლება მედიით უკმაყოფილოა, ეს ბუნებრივი და კარგი მდგომარეობაა. ალბათ, არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაც მედიით სრულად კმაყოფილი იყოს, მაგრამ ამ სახელმწიფოების დემოკრატიულობის ხარისხს სწორედ ამ უკმაყოფილებაზე რეაქციის ხარისხი განსაზღვრავს.

ვნახოთ, როგორია ჩვენი ხელისუფლების რეაქციები...


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42