დავით ნარმანია სახელფასო დანამატებზე განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 19:35, 07 Oct, 2014     1941

თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის მაღალჩინოსნებისთვის სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე განმარტებას აკეთებს.

როგორც ნარმანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, სახელფასო დანამატები გაიცემა იმ მოხელეებზე, რომელთაც გააჩნიათ მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და ათეულობით მილიონ ლარს განკარგავენ.

"თბილისის მერიის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის სახით გამოქვეყნდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის შესახებ.

აღნიშნული ბრძანება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ:

საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის არსებული წესი იმოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე. ამჟამად მერია მუშაობს აღნიშნული საკითხის დარეგულირების მოდელზე, რაც საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აქვე, განვმარტავთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა ანაზღაურება (სახელფასო ფონდი თუ დანამატი) არ შეცვლილა. ამასთან, სახელფასო დანამატები გაიცემა იმ მოხელეებზე, რომელთაც, ერთი მხრივ, გააჩნიათ მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ათეულობით მილიონ ლარს განკარგავენ. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ მენეჯერთა ანაზღაურება მათი კვალიფიკაციის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს.

აქვე, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიამ უარი თქვა პრემიების გაცემის მანკიერ სისტემაზე და მას მოხელე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაბამისი სამუშაოს შესრულებისას მიიღებს.

გარდა ამისა, ყველა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც, დაგვეთანხმებიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებულ მოხელეთა (მათ შორის, თანამდებობის პირთა) ანაზღაურება არ არის იმაზე მაღალი, ვიდრე კერძო თუ ზოგჯერ იმავე მესამე სექტორში დასაქმებულ პირთა ანაზღაურება, ხოლო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე - ორმაგი.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს ეფუძნება თბილისის მერის გადაწყვეტილება 2014 წლის ბოლომდე საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის ამ ფორმით გაცემის შესახებ. აქვე, ვთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საკითხის დარეგულირების მიზნით, წარმოადგინონ ოპტიმალური წინადადებები. თბილისის მერია მზადაა, მიიღოს ყველა კვალიფიციური და არგუმენტირებული წინადადება",-ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42