საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პოლიტიკა - 18:38, 07 Oct, 2014     1552

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რაპილ ჟოშიბაევი მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ პარტნიორული ურთიერთობა და მათი შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა. განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს დაეთმო.

"ექსპო 2017" - გრადნიოზული ღონისძიებაა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი და მაქსიმალურად წარვაჩინოთ ის შესაძლებლობები, რომლის შეთავაზებაც საქართველოს რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის შეუძლია. კონფერენციის მთავარი თემა „ახალი ენერგია“ იქნება და ამ თვალსაზრისითაც ძალზე მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერებისა და ბიზნესმენების მონაწილეობა. ზოგადად, ყაზახეთთან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ურთიერთობის განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრის დასასრულს რაპილ ჟოშიბაევმა გიორგი მარგველაშვილი „ექსპო 2017“-ზე მიიწვია, რომელზეც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.

„გრძლედება ჩემი ვიზიტი „ექსპო 2017“-ის კომისარის რანგში. დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრეზიდენტ ნაზარბაევის პერსონალური მოსაწვევი გადავეცი. ჩვენი პრეზიდენტი საქართველოს ექსპო 2017ში მონაწილოების მისაღებად იწვევს. დღეს მნიშვნელოვანი საუბარი გაიმართა ყაზახეთში არსებულ ინიციატივებთან დაკავშირებით. საქართველომ განაცხადა თანხმობა და პრეზიდენტი ეწვევა გამოფენას. ჩვენი სურვილია, რომ ქართულმა კომპანიებმა და ქართველმა მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღონ და საქართველო აქტიურად იყოს წარმოდგენილი. პრეზიდნეტთან ასევე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობაზე. ჩვენი ტვირთბრუნვა დღეს 135 მილიონს აღწევს, რაც იმას მიუთითებს, რომ ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს. ვულოცავთ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ეს დიდი ბაზარი და დიდი შესაძლებლობაა ბიზნესის განვითარებისთვის. იმედია ქართველი და ყაზახი ბიზნესმენები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და კიდევ უფრო გააღმავებენ ურთიერთობას“, - განაცხადა რაპილ ჟოშიბაევმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42