ოთარ დანელია FAO-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 18:29, 07 Oct, 2014     1057

იტალიაში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO)სათაო ოფისში გაიმართა ყოველწლიური მინისტერიალი, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრები ესწრებოდნენ. FAO-ს გენერალური მდივნის, ჟოზე გრაციანო დე სილვას პირადი მიწვევით, მინისტერიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია დაესწრო.

მინისტერიალის ფარგლებში, ოთარ დანელიამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე რეფორმები გააცნო. თავის გამოსვლაში, მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დგას. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ახალ პერსპექტივებსაც, რომლებიც DCFTA ამოქმედებითდარგის განვითარების მიმართულებით გაჩნდა.

მიმდინარე წელს,FAO-ს მინისტერიალის ძირითად განსახილველ თემას - მსოფლიო ბაზრებზე აგროსასურსათო პროდუქტებზე ფასების მერყეობა და ამ მიმართულებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა წარმოადგენდა. მინისტრებმა განიხილეს არსებული კონტროლის მექანიზმები და მათი გაუმჯობესების შესაძლო გზები.

მინისტერიალის მუშაობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კარლო სიხარულიძე მონაწილეობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42