ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ ეტაპობრივად დაიწყო ქვეყანაში საიმიგრაციო პოლიტიკას გამკაცრება. ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად საქართველოს მთავრობას დაეკისრა/დაეკისრება ვალდებულება კონკრეტული სფეროების რეფორმირებისა, მათ შორის მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება არ ავალდებულებს საქართველოს მთავრობას გაამკაცროს სავიზო რეჟიმი, თუმცა მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მოაწესრიგოს საიმიგრაციო პოლიტიკა მისი გამკაცრების გარეშე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაინტერესება საქართველოთი. შედეგად იმატა, როგორც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებათა რაოდენობამ ისე საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის მინიჭების შემთხვევებმა (აღნიშნულ საკითხზე იხილეთ ჩვენი სტატია).
საქართველოს მთავრობის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარდებთან ჰარმონიზაციის მცდელობა დადებით ნაბიჯად უნდა შეფასდეს. მიუხედავად ამისა, ხარვეზები აღინიშნება აღნიშნული პროცესის მიმდინარეობაში, როდესაც არ ხდება საზოგადოების სრული ინფორმირება მიმდინარე რეფორმის შესახებ. აუცილებელია საქართველოს მთავრობის მიერ აშკარა და არაორაზროვანი გზავნილების მიწოდება საერთაშორისო საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, იმის ხაზგასმით რომ ქვეყნაში მიმდინარეობს არა სავიზო რეჟიმის გამკაცრება, არამედ საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგება.
იხილეთ IDFI-მიერ მომზადებული სრული სტატია
მასალის გამოყენების პირობები






