დავით უსუფაშვილი უკრაინის ელჩს ვასილ ციბენკოს შეხვდა
პოლიტიკა - 18:05, 07 Oct, 2014     1174

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვასილ ციბენკოს შეხვდა.


დავით უსუფაშვილმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ელჩისგან მოისმინა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. პარლამენტის თავმჯდომარემ ვასილ ციბენკოსთან საუბრისას, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო წუხილი გამოთქვა.


მხარეებმა უკრაინის რიგგარეშე არჩევნების შესახებაც ისაუბრეს, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი დამკვირვებლების მივლინებას გეგმავს. შეხვედრაზე საუბარი აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც შეეხო.

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია იმყოფებოდა უკრაინიდან და მხარეებს შორის მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილების გაზიარება მოხდა.

უკრაინელმა დიპლომატმა უკრაინაში ქართული დელეგაციის ვიზიტი გაიხსენა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართული მხარის მიერ გაწეული და სამომავლოდ დაგეგმილი დახმარების მნიშვნელობა.

დავით უსუფაშვილი და ვასილ ციბენკო საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებასა და საერთაშორისო არენაზე კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42