საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე ისაუბრა:
„მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისთვის, დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენით, რომელიც წელს მოხდა. საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
საქართველოს ევროპული განვითარებისთვის და ქართული ეკონომიკის წინსვლისთვის, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ამით, ჩვენი ქვეყნისთვის გაიხსნა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ბაზარი და ინვესტორებისთვის, რომლებიც ბიზნესს აწარმოებენ საქართველოში.
მიღწევები მნიშვნელოვანია რამდენიმე კონტექსტში. პირველ რიგში გვჯერა, რომ ეს გამოიწვევს პროდუქტების ხარისხის მატებას. ამ კუთხით არსებობს გამოწვევები, რომლებიც უნდა დავძლიოთ და პირველ რიგში ეს არის ბიზნესის კეთების კუთხით, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება.
ვფიქრობ, ამის დაძლევას მოვახერხებთ, რადგან ქართული ბიზნესი საკმაოდ მოქნილი და ღიაა ევროპული ბაზრისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ჩვენ ვუქმნით შესაძლებლობას ახალ ბიზნესს. იმიტომ, რომ ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ირგვლივ, დაინტერესდებიან ინვესტიციები განახორციელონ ქვეყანაში, რომელსაც აქვთ თავისუფალი წვდომა ევროპულ ბაზარზე. ეს ახალი ინვესტორებისთვის ღია შესაძლებლობაა.
გარდა ამისა, ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო და შემდგომში, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გაგრძელდა. ყველა ამ პროექტმა ახალი იმპულსი შეიძინა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






