მარგველაშვილი: შეწუხებული და ყურადღებით ვუსმენ ჩემს დასავლელ კოლეგებს
პოლიტიკა - 16:42, 07 Oct, 2014     892

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების 100-მდე წარმომადგენელს ხვდება. შეხვედრა თბილისი მარიოტში ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეხვედრის დროს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, პრეზიდენტს ჰკითხა თუ რა პასუხს გასცემდა სკეპტიკოსებს ამერიკაში, რომლებიც თვლიან, საქართველოს ხელისუფლება წარსულზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე მომავალზე:

„როდესაც იქნება თქვენი პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, პრეზიდენტის რანგში და იმედი მაქვს, ეს უახლოეს მომავალში მოხდება, რას უპასუხებთ სკეპტიკოსებს, რომლებიც ჯერკიდევ არიან ვაშინგტონში და რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო ჯერკიდევ შეპყრობილია წარსულით, ვიდრე მომავლით“, - ჰკითხა ნორლანდმა მარგველაშვილს.

პრეზიდენტის განმარტებით ქვეყანაში არსებული პრობლემები მასაც აწუხებს და თუ მთავრობა გამოძიებასა და სასამართლოს უკარნახებს რა მიმართულებით წავიდეს, საქართველოს დემოკრატია არ გაიზრდება:

„ამ კუთხით, ჩვენ რამდენიმე გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ეს გამოწვევები არსებობს და ყველა ჩვენგანი ვაღიარებთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ძვირფასი მეგობრები ამერიკაში და ევროპაში, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან და რომლებმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებული ყოფილიყო, არიან შეწუხებული იმით, რაც ხდება საქართველოს პოლიტიკაში და სპეციფიური გამოძიებები, რომლებიც ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჩემი პასუხი ამ საკითხებზე არის შემდეგი.

პირველი, მე მართლაც შეწუხებული ვარ ამ ყველაფრით და ყურადღებით ვუსმენ ჩემს დასავლელ კოლეგებს.

მეორე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივცეთ საზოგადოებას საშუალება, რომ ეს ყველაფერი დაძლიოს ღია დისკუსიით და უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი დემოკრატიული სტანდარტები და თუ ჩვენ ვეცდებით ვუკარნახოთ გამოძიებას ან სასამართლოს რა უნდა გააკეთონ, ჩვენ ვერ გადავალთ დემოკრატიის მაღალ დონეზე. ეს შიგნით უნდა გაკეთდეს და სამოქალაქო საზოგადოების როლი ამ დისკუსიაში ძლიერი უნდა იყოს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42