ჯანყარაშვილის დანიშვნით პრემიერმა კალაძეს სამაგიერო გადაუხადა - თარგამაძე
პოლიტიკა - 13:54, 07 Oct, 2014     3064

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად, ზვიად ჯანყარაშვილის დანიშვნით პრემიერმა, კახი კალაძეს სამაგიერო გადაუხადა.

ამის შესახებ „ნიუპოსტთან“ საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე ფინანსებს განკარგავდა კახი კალაძე, როგორც გენ-მდივანი, ამიერიდან კი ამ სფეროს ჯანყარაშვილი ჩაიბარებს.

„ეხლა ხდება გარკვეული რევანში გამომდინარე იქიდან, რომ კალაძემ თავის თავზე ზედმეტი აიღო, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების თავისი ხალხით მოგება განიზრახა. შედეგად მიიღო მეორე ტური, რაც საკმაოდ მძიმე შედეგი იყო. ეს შემდეგ ღარიბაშვილმა ფულით და პოლიციის ჩარევით გამოასწორა. ეხლა აქვს რევანშის პერიოდი. თამაზაშვილი-ღარიბაშვილის კლანი მთავარ არტერიას ეპატრონება. ეს პორტი „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობდა, ის საგანგებოდ შეიქმნა. როდესაც გაიგეს, რომ ზურა ჯაფაიძე დავნიშნეთ ამ პოსტზე, გაიგეს, რომ ესეთი პოსტი არსებობს პარტიებში. მანამდე კალაძეს, როგორც გენერალურ მდივანს, ეხებოდა ფინანსები და ეს ნაწილიც ჩამოერთვა. ფინანსებს ჯანყარაშვილი მიხედავს. თუ გადავხედავთ კონფიგურაციას, ყველა ფინანსურად საინტერესო პოზიციებზე თამაზაშვილის ხალხი დგას. ასე, რომ კალაძეს შეუძლია ან დაისვენოს ან საერთოდ გაეცალოს ამ სიტუაციას. ვხედავთ, რომ თამაზაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ორ ეგზემპლიარად არის წარმოდგენილი, როგორც ღარიბაშვილი და როგორც ღარიბაშვილი. მოკლეთ რომ ვთქვათ, ჯანყარაშვილის დანიშვნით ღარიბაშვილმა სამაგიერო კალაძეს გადაუხადა“, - განაცხადა თარგამაძემ.

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭომ პარტიის აღმასრულებელ მდივნად ზვიად ჯანყარაშვილი გუშინ დაამტკიცა. ჯანყარაშვილს ,,ქართულ ოცნებაში“ ფინანსების და შიდა კონტროლი დაევალება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42