საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების 100-მდე წარმომადგენელს ხვდება.
შეხვედრა თბილისი მარიოტში ამ წუთებში მიმდინარეობს.
ამერიკის სავაჭრო პალატა თავისი წევრი კომპანიებისთვის გამართულ ოფიციალურ სადილზე საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლებს.
პრეზიდენტი შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციებსა და დაბრკოლებებზე ისაუბრებს, ასევე მიმოიხილავს რუსეთთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ბოლოდროინდელი ნატოს სამიტის შედეგებს. ღონისძიებაზე დამსწრე ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში მათთვის საინტერესო თემებზე. შეხვედრას ასევე დაესწრება აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.
საქართველოში არსებობის 15 წლის მანძილზე ამერიკის სავაჭრო პალატა ჩამოყალიბდა როგორც ყველაზე დიდი და გავლენიანი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაცია, რომელიც საქართველოში 160-ზე მეტ ქართულ, ამერიკულ და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს.
მასალის გამოყენების პირობები






