საფრანგეთში მცხოვრები ბიზნესმენი, მამუკა სოფრომაძე ფოთის მერისგან ირაკლი კაკულიასგან 200 ათას დოლარს ითხოვს. ირაკლი კაკულიას გაზეთი „ალია“ ესაუბრა:
რა გაკავშირებთ მამუკა სოფრომაძესთან და რატომ ითხოვს თქვენგან 200 ათას დოლარს?
მამუკა სოფრომაძის მეუღლე არის ჩემი მეუღლის კლასელი. საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. 2012 წლამდე მე ოპოზიციაში ვიყავი, მაგრამ, როდესაც მამუკა საქართველოში ჩამოდიოდა, ერთმანეთს ვხვდებოდით, ვსაუბრობდით, აშკარად სურვილი ჰქონდა, რომ აქ სადმე ფული ჩაედო. მე იმ პერიოდში ურთიერთობები მქონდა ყაზახეთში და იყო საშუალება, რომ ჯართი გაგვეტანა. სულ მეუბნებოდა რამე ბიზნესი გავაკეთოთო და მეც შევთავაზე. კიდევ ერთი პარტნიორი იყო, რაღაც გეგმები გვქონდა, მამუკას შევახვედრე, შევთანხმდით და წავედი ყაზახეთში.
ანუ სოფორმაძესთან ერთად ჯართის ბიზესი წამოიწყეთ და წახვედით ყაზახეთში, ხომ?
იმ პერიოდში ყველასთვის ზედმეტი აღმოვჩნდი, მეგობრები ტელეფონზეც კი აღარ მპასუხობდნენ, მაშინ ოპოზიცია ჩაფლავდა, დაიწყო გულგატეხილობა და ამიტომ წავედი ქვეყნიდან. მე ამათ ავუხსენი, რომ აქედან ყაზახეთში ბიზნესის კეთება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ამით ვუთხარი, რომ ყველაფერს ჩემს თავზე ვერ ავიღებდი.
მოკლედ, გადაწყვიტეს, რომ ბიზნესი წამოგვეწყო და ავად თუ კარგად, ორ წელიწად-ნახევარში იმდენს მივაღწიეთ, რომ ეს ბიზნესი საკუთარ თავს ინახავდა. ყაზახეთში კომპანია მოვნახე, ესენი დავაკავშირე, საქმე ნორმალურად მიდოდა, უკვე მოგებაზე უნდა გავსულიყავით, მოხდა თანხების აკუმულირება, პროდუქციაც გვქნოდა, რომლის გაყიდვასაც მე თვითონ ვაპირებდი და ამ დროს ერთ-ერთმა მსხვილმა პარტიონრმა, რომელსაც ყველაზე მეტი ფული ჰქონდა ჩადებული, თქვა, მე გავყიდიო. ესენი არ შეეწინააღმდეგნენ, მამუკა სოფრომაძემ მითხრა: ირაკლი, "ფეხებზე დაიკიდე", კაცი ფულს მოიტანსო. აქ უკვე ინდოელები იყვნენ ჩართულები, გემებით გააგზავნეს ჯართი თურქეთში, იქ რაღაცა მოხდა, ხელშეკრულება გააფორმეს, მერე ფასი დავარდა და ტონაზე 60 დოლარი ვიზარალეთ, საერთო ჯამში, ეს იყო 270 ათასი დოლარი. აი, აქ დაიწყეს ერთმანეთზე რაღაცეების გადაბრალება. ამიტომ, დავსხედით, მოვიწვიე დამატებითი ბუღალტრები. სანამ საკითხებს გავივლიდით, მამუკა სოფრომაძე ურეკავს ჩემს მეგობარს და ეუბნება, ირაკლიმ ფული „მოტეხაო“. ეს უკვე ხდება 2013 წლის იანვარში, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთს გავეყარეთ, დავითვალეთ ყველაფერი და დადასტურდა, არათუ ვალი მქონდა სოფრომაძის, იქით უფრო მეტი დამიხარჯავს. მე ვიყავი ამ ბიზნესის დამამთავრებლი და ბუნებრივია, მეტად დავზარალდი.
შეხვედრის შემდეგ სოფორმაძეს ვუთხარი: მე შენ ახლა ხელს არ გაგარტყამ, შეურაცხყოფას არ მოგაყენებ, მაგრამ მეგრობებად ვითვლებოდით და არასწორად მოიქეცი, სანამ არ შევხდებოდით, ასეთი რამ ჩემზე არ უნდა გეთქვა, არ ხარ კაი კაცი მეთქი. ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მისმენდა. იცის ვუთხარი, მაქვს მორალური უფლება, ფული იქით მოგთხოვო, სად მოგთხოვ, ეს ახლა სალაპარაკო თემა არ არის მეთქი. ამის შემდეგ თითქოს ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ უცებ შემომიბრუნდა და დაიწყო ფული მოთხოვნა. დღესაც არ ვიცი, ვინ რა უთხრა და რატომ შემომიტრიალდა. მამუკა სოფრომაძის მეუღლემ და მისმა დაქალებმა სოციალურ ქსელებში დამიწყეს გინება. უკვე იმდენად გადავიდნენ ზღვარს, რომ დედაჩემსაც შეეხნენ და მამაჩემსაც.
სოფრომაძეს აქვს დოკუმენტი, რომ 200 ათასი დოლარი გმართებთ?
არავითარი დოკუმენტი არ გააჩნია. რაც ბუნებაში არ არსებობს საიდან მექნება? მე მისი ვალი არ მაქვს, პირიქით, ვარ მზად იქით მოვედაო და მოვთხოვო მორალური თუ მატერიალური ზიანის ანაზღაურება. შევიტან სარჩელს თაღლითობის ბრალდებით.
მამუკა სოფორმაძე კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ირაკლი კაკულიასთან ბიზნესი არ დაუწყია და მისი სახელით არაფერი დარეგისტრირებული არ ყოფილა.
„მე მან 2009 წელს მთხოვა, ფული მჭირდება ბიზნესის დასაწყებადო. 200 ათასი დოლარი ერთდროულად არ მიმიცია, 2009 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პერიოდულად ვაძლევდი ამ თანხას. მას საქმე გამოუვიდა თუ არ გამოუვიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთვის თახნა არ უნდა დაებრუნებინა. ეს 200 ათასი დოლარი მე არ გამიფორმებია ქაღალდი არ მაქვს. თვითონ მთხოვდა, მამუკა, დამეხმარე, შენს სახელსაც გამოვიყენებო. მე მას 2012 წლიდან ამ წლის აგვისტომდე ადამიანურად ვთხოვდი: ვიცი, რომ შენ არ გაქვს ამდენი თანხა, თვეების მიხედვით გადავანაწილოთ, ერთი წელი გაიწელება თუ ორი, ამაზე დაგთანხმდები მეთქი. მან ჩემთან აღაიარა, ვალი ამქვს და გადაგიხდიო, მაგრამ მერე საერთოდ დაიკარგა. ამის შემდეგ გავიგე, რომ „ქართულ ოცნებაში“ შესულა და დაიწყო ლაპარაკი, მე უკვე პოლიტიკურ პარტიაში ვარ, მყავს „კრიშა“ და ფულს არ დაგიბრუნებო. რაც შეეხება საბუთს, მე მაქვს მისი მიმოწერა, ერთი პერიოდი ანგარიშებს მაბარებდა.
თქვენ ფულს „ქეშად“ აძლევდით თუ ურიცხავდით?
არა, ის თვითონ მთხოვდა, ხელზე მომეციო. მე ყველაფერი პროკურატურაში მაქვს წარდგენილი, მიმოწერაც და ანგარიშებიც, რასაც ის მაბარებდა.
ანუ კაკულიას პროკურატურაში უჩივლეთ?
დიახ, ვუჩივლე და გამოძიებაც დაწყებულია.
მასალის გამოყენების პირობები






