ახალგორელ ბავშვებს შეცვლილ ისტორიას ასწავლიან
პოლიტიკა - 12:22, 07 Oct, 2014     1414

ახალი სასწავლო წლიდან ახალგორის სკოლებში, ახალ ისტორიას ასწავლიან. ისტორია დღემდე საქართველოში გადმოცემული წიგნებით ისწავლებოდა, ახლა კი ქართულ ენაზე თარგმნილ სამხრეთ ოსეთის ისტორიას ასწავლიან.

ქართული ისტორიის სახელმძღვანელოებში რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, საქართველო კი მსხვერპლი, ამიტომაც ახალი სასწავლო წლიდან ახალ ისტორიას ასწავლიან - აცხადებენ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო განათლების სამინისტროში.

„იმ კლასების სახელმძღვანელოებთან, რომლითაც ძველ და შუა საუკუნეების ისტორიას ასწავლიან, პრეტენზიები არ გვაქვს, რადგან იქ ყველაფერი დაბალანსებულია და არც ქართულ-ოსურ და არც ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე საუბარი არ არის... თავიდან ვაპირებდით, რომ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ისტორია გადაგვეთარგმნა, მაგრამ ვინაიდან ქართულის მცოდნე პროფესიონალები ცოტაა, გადავწყდა, რომ აღნიშნულ კლასებში ისწავლებოდეს სამხრეთ ოსეთის ისტორია საერთო სახელმძღვანელოთი“, - აღნიშნავს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო განათლების მინისტრი მარინა ჩიბიროვა.

როგორც „რეზონანსთან“ საუბარში პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე ამბობს, არანაირი ბერკეტები არ არსებობს არსებული ვითარების შესაცვლელად.

„ქართველებს ასწავლიან ამ დამახინჯებულ ისტორიას?! ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება... სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს ბერკეტები, რომ ეს შეიცვალოს“, - ამბობს კიღურაძე.


წყარო: გაზეთი "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42