გიორგი მარგველაშვილი ლიტვის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 10:27, 07 Oct, 2014     1578

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვის თავდაცვის მინისტრს იუოზას ოლეკასს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

გიორგი მარგველაშვილმა იუოზას ოლეკასსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრა და ყურადღება სამხედრო წვრთნებზე გაამახვილა, რომელსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ჩაატარებს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ახალ პაკეტს და ალიანსში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივას.

"ეს იყო ძალზე ნაყოფიერი შეხვედრა. პრეზიდენტმა გამოხატა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ სტრატეგიულ მიზანს. ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ახლა ხდება უელსში მიღებული პაკეტის იმპლემენტაცია. საქართველო მზადაა შეასრულოს მიცემული დავალება. ლიტვა კი მზადაა მხარდაჭერისათვის. საქართველოს მისწრაფებას ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოების მტკიცედ უჭერენ მხარს. მჯერა, რომ უელსის სამიტზე აღნიშნული პაკეტის მიღების შემდეგ საქართველო უფრო საიმედო ქვეყანა გახდება. გვაქვს მოლოდინი, რომ თანამშრომლობა ლიტვასა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებით განვითარდება და განსაკუთრებით გაძლიერდება და გაღრმავდება თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის უკრაინაში შექმნილი ვითარება.


შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42