ჩემი პასუხი კომპიუტერთან მჯდომ პატრიოტებს - მამულიჩას პირველი კომენტარი
სოც.მედია - 18:28, 06 Oct, 2014     14114
მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, კახა მამულაშვილი ქართველი მომღერლების მოსკოვში გამგზავრებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

"საერთოდ არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, არც ტელეკომპანიებთან და არც ჟურნალისტებთან, ლელამაც ძალიან მთხოვა, მაგრამ იძულებული გამხადეთ უბრალოდ, რომ გითხრათ: მიზეზები ბევრია….. მთავარი ის არის, რომ საერთოდ არ ვიცნობ გაბედავას, ლელამ 1000 კაცათნ გადაიღო სურათი, მაგრამ თქვენ ეს სურათი გაინტერესებთ მარტო, ლელამ უმღერა ამდენ ქართველს, რომლებიც იქ ქართული დროშებით იყვნენ მისულები, მაგრამ თქვენ ეს ხალხი მოღალატეები გგონიათ რადგან იქ არიან და ცხოვრობენ...რა ჰონორარი? საერთოდ არ აგვიღია ჰონორარი, რომც აგვეღოო არაც ეგაა პრობლემა... საერთოდ შორს ვარ იმისგან, რომ Facebook -დან ვიღაცეები ვლანძღო და ეს საერთოდ მგონია რომ არასწორია. არასოდეს არ მაინტერესებდა და არ მიკითხია, რატომ წავიდა „ერისიონი“, რატომ იმღერა პაატა ბურჭულაძემ, რომელიც ჯერ ლანძღეთ და რომ ჩამოვიდა მერე ბრწყინვალების ორდენი დაკიდეთ, არასოდეს არ ჩავთვლი, რომ ისინი მოღალატეები არიან, რა თქმა უნდა შეიძლება არ მესიამოვნოს რაღაცეები და ვიღაცეებსაც არ ესიამოვნოთ ის, რომ ჩვენ წავედით, ეს შემიძლია გავიგო, მაგრამ როდესაც სამშობლოს ღალატზეა ლაპარაკი, ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ, სასაცილოა მართლა, იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვენზე მაგას ლაპარაკობს და ჩვენზე ცირკის მოწყობა უნდა.

მიშა ხუბუტიას ვიცნობ ალბათ 15 წელია, მეტი თუ არა, ჩვენი შეხედულებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ ურთიერთობებს როდესაც ჩავდიოდით რუსეთში და თუ სადმე ვხვდებოდით ხელს არასოდეს უშლიდა. მაგრამ მანდ რომ აპრიალებთ სააკშვილის სურათებს, მიშაც მეგობრობდა მასთან და ომის შემდეგაც შეხვედრია, მაგრამ ერთი წამით არ მიფიქრია, რომ სააკაშვილი რამე არაქართულს ან არასახელმწიფოებრივს აკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ ხუბუტიას არ დაუმალავს, რომ რუსეთის მთავრობასთან ახლოს იყო.

როცა ბოლო ომი მოხდა, რაღაც ორ წელიწადში საქართველოს მთვარობამ მხარი დაუჭირა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას…. არ დამიწყოთ ახლა, რომ იმ მიზეზით გაუსწორეს პუტინს, რომ თურმე ელოდებოდნენ რომ რუსეთი რამეს დათმობდა ან რამეს დააბრუნებდა….. არ მომეწონა, მაგრამ ღალატად არ შემიფასებია. სიმღერას თქვენ კუნტრუშს და გართობას ეძახით, ეს პროფესიააააა….მაინც და მაინც რაგბი უნდა ვითამაშოთ და ვიჭიდაოთ ან ოპერაციები უნდა გავაკეთოთ და ისე ჩავიდეთ რუსეთში? ძალიან გვიხარია რეგბისტები სოჭში რომ ჩადიან, რუსეთის მიერ წაღებულ ტერიტორიაზე, რუსებს რომ უგებენ და თამაშს იქ მცხოვრები ამდენი ქართველი ესწრება, ქართველები რომ ჭიდაობენ და რომ უგებენ ფინალში და იქ რომ პუტინი ესწრება ისინი მოღალატეები არიან? ამას თავის გასამართლებლად კი არ ვწერ, უბრალოდ ინფორმაციისთვის , ვინმეში რამე თუ არ მომწონს პირადად ვეუბნები და ზოგადად ჩრდილში არ გადამაქვს და Facebook დან არ ველაპარაკები, არავინ არ შემიწუხებიხართ ჩემი პრობლემებით, ჩემი პირადი ინტერესები და წყენა არასოდეს არ დამიყენებია ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, (გამგები გაიგებს). ადამიანებს არასდროს არ დავუვიწყებ პატარა სიკეთესაც კი...ესაა ჩემი პასუხი კომპიუტერთან მჯდომ პატრიოტებს.. მე ჩემი ქვეყენის და ჩემი თავის წინაშე ვარ მართალი და არ მაინტერესებს ზოგიერთი ბინძური ტვინი რას ფიქრობს, პრობლემა ჩვენშია ქართველებში ისე გვძულს ერთმანეთი ამ პატარა ქვეყანას ერთმანეთის ლანძღვა გინებით ვერ ავაშენებთ, მეგობრებო! ყველას სტატუსი წავიკითხე გულმოდგინედ, ძალაუნებურად ამ სტატუსების ლაიქების ავტორებსაც ჩამოვუყევი და ჩემთვის გასაგებია ყველაფერი. . . იმედია ყველა თავის დაწერილზე პასუხისმგებელია, ოღონდ იმას არ ვჭამ როდესაც სხვაზე წერდით და ლელა არ გიხსენებიათ, გაიგებენ ვისაც ვგულისხმობ“,- წერს სოციალურ ქსელში მამულაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42